ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია"
დიმიტრი ლორთქიფანიძე - კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია"

საარჩევნო პროგრამა

დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიბადა 1967 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში.

დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა (1984წ). პარალელურად, კონერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედი (ფორტეპიანოს კლასი).

1985-92 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი.

1993-98 წლებში თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომოკური ინსტიტუტი , სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1989 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი.

1992-98 წლებში   - საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის კადრების სამმართველოს ინსპექტორი. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს შტაბის უფროსი ინსპექტორი.

1999 წელს  პ/გ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის  საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2000-2001წწ  ს/ს „საქგაზის“ გაერთიანებული              პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

თბილისის „თბოელექტროცენტრალის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი.

2002-2006 წლებში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ვაკის რ-ნის ადვოკატურის ადვოკატი. - თსუ ეროვნული სტრატეგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

2006 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2006 წელს პ/გ „საქართველოს გზა“ , დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

2008 წელს   წელს  არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად (გაერთიანებული ოპოზიცია).

-ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

-გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

-დამოუკიდებელი ფრაქციის  „ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე.

-ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი.

-პორტუგალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე.

-რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრი.

-პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

-კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრი.

-სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

-ა/ო „ღირებულებათა ინსტიტუტის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

-2009-2012 წლებში საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი.

ჰყავს მეუღლე - ხათუნა კეკელია და 8 შვილი - ნიკოლოზი (23 წ), ლაშა (22წ) , თათია (20წ), ელენე (19წ), გიორგი (14წ), მარიამი (12წ), ლუკა (7წ) და ანდრია (8თვის).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა