ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
დავით ნარმანია - კოალიცია "ქართული ოცნება"
დავით ნარმანია - კოალიცია "ქართული ოცნება"
საარჩევნო პროგრამა

დავით ნარმანია დაიბადა 1979 წლის 7 მარტს, ზუგდიდში.

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის” სპეციალობით.

2000 წელს მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციით.

2006 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სტაჟირება გაიარა გერმანიის პოცდამის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია და სხვა ჯილდოები.

2012 წლის 25 ოქტომბრიდან 14 აპრილამდე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

2009-2012 წლები - "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი.

2008–2009 წლები - "საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის" კვლევითი განყოფილების უფროსი.

2005–2006 წლები - "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი"

2004–2005 წლები - კომპანია "ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი" გენერალური დირექტორი.

2003–2004 წლები - "საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის" საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი.

2001–2003 წლები - საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.

1999–2001 წლები - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.

სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ამერიკის განვითარების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტი.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი;

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა