ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მიხეილ სალუაშვილი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“
მიხეილ სალუაშვილი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“
საარჩევნო პროგრამა

დაიბადა ქ. თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს;


დაამთავრა ქ. თბილისის მე-7 საშუალო სკოლა [1975 წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“ [1980 წ.];

ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა [გერმანული] [1980 წ.] და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის [ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, სპეციალობა - „ხელოვნებათმცოდნე“] [1989 წ.] ორწლიანი კურსები;
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა [1986 წ.].

- 1987 წ. 11 დეკემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე „ახალი ტიპის გასაშლელი თაღოვანი გადახურვის დამუშავება“, და 1988 წლის 11 მაისს მომენიჭა: „ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის“ სამეცნიერო ხარისხი.

- 1992 წლის 24 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მიენიჭა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტის სამეცნიერო წოდება.

- სხვადასხვა წლებში მუშაობდა:
სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში [1979-1980 წ.წ.];
სამშენებლო სამმართველოში, საქმის მწარმოებლად [1980 წ.];
საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980-1982 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის №67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე: ასისტენტად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად; სამეცნიერო თემებში: მეცნიერ-მუშაკიდან - წამყვან მეცნიერ-მუშაკად [1983-1989 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტად, ციკლის უფროსად [1990 -1991 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის № 21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილე - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991 – 1995 წ.წ.];

- 1984 წელს გახდა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ წევრი.

საკუთარი გამოგონებათა მაკეტებით მონაწილეობას იღებდა:
ბულგარეთში გამართულ: „მსოფლიო ახალგაზრდა გამომგონებელთა მიღწევების“ გამოფენაზე: „ბულგარეთი -85“ [1985 წ.], აგრეთვე
მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე [1987 წ.];

86 - მონოგრაფიის ავტორი {მათ შორის: 1 - ტექნიკური (რუს.), 22 - პოლიტიკური, 9 - იურიდიული, 44 - თეოლოგიური, 10 - ისტორიული]
59 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი [მათ შორის: 1 – „ლექსიკონ-ცნობარი", 18 სასწავლო სახელმძღვანელოს, 14 გამოგონების] და
2000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი;

- 1993 წ. 26 მაისს გამოქვეყნდა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარედგინა მის მიერ შედგენილი „საქართველოს კონსტიტუციის“ პროექტი. არის კონსტიტუციის თემატიკისადმი მიძღვნილი 9 იურიდიული კრებულის ავტორი;

- საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩაება 1988 წლიდან.
იყო:
„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ [1988 წ.],
„საქართველოს სახალხო ფრონტისა“ [1989-1990 წ.წ.] და
„საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის“ [1990-1992 წ.წ.] წევრი;

- 1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით, არჩეულ იქნა: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად; საკრებულოს პირველსავე სხდომაზე აირჩიეს - საკრებულოს მდივნად (თავმჯდომარედ), თბილისის საკრებულოს წევრად;

- 1992 წლის იანვარში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია: სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“; მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის 1992 და 1995 წლების არჩევნებში;

მის მიერ დაფუძნებული იქნა:
შპს გაზ. „არჩევანი“ [1993 წ.];
შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“ [1996 წ.];
შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“ [1996 წ.];

- 1996 წლის 9 აპრილიდან დაიწყოგაზეთ „არჩევანის“ დამატების - გაზეთ „ზვიადის გზა“-ს გამოცემა;

- 1996 წლის 15 დეკემბერს, თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“. დაარსების დღიდან არის „ლაზარეს ინსტიტუტის სარედაქციო ლასკარის“ თავმჯდომარე;

- 1997 წლის 4 იანვარს გამოვიდა გაზეთ „არჩევანის“ დამატების - გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი;

- 2003 წლიდან არის „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი; 2003-2004 წ.წ.

იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (თავმჯდომარის) მრჩეველი;

- 1992 წლიდან 2011 წლის 23 დეკემბრამდე იყო სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“-ს დარბაზის თავმჯდომარე;

- 2011 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა მისი მოთხოვნა კავშირის სახელდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ დღიდან არის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე.

- ჰყავს ორი ვაჟი:
23 წლის საბა სალუაშვილი - ისტორიკოსი, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრანტი;
21 წლის ზაალ სალუაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31