რევაზ რიჟამაძე - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
რევაზ რიჟამაძე - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

 

დაიბადა  1971 წელს

განათლება:

1990–1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (დღის დასწრებული, წითელი დიპლომი);

2005წელს ჩააბარა – მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა(საერთო სპეციალიზაცია, სერტიფიკატი);

2011–2013 წელს  კი გაიარა  ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და კერძო სამართლის საკითხებზე (სერტიფიკატები). არის  საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი;

ფლობს  რუსულსა და გერმანულ ენებს.

 

სამუშაო გამოცდილება:

2011–2013  წლებში იყო საადვოკატო ბიუროს ,,რევაზ რიჟამაძისა და ილია ლომიას სამართლებრივი დახმარების ცენტრი“–ს დამფუძნებელი და დირექტორი;

ასევე, არის  შპს ,,საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგია“–ს დამფუძნებელი და დირექტორი და  არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირი“–ს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;

2000 –2001 წლებში მუშაობდა  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მასწავლებელად (საავტორო სამართალი).

1999–2003წლებში  შპს ,,მცირე აკადემია“ მასწავლებელად (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი).

1996–1998 წწ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგამოძიებო დანაყოფში, გამომძიებელად.

აქვს სამეცნიერო ნაშრომები  ,,რა არის მართალი სამართალი“, ,,მართლშეგნების ცნება“ ( ჟურნალი ,,სამართალი“);

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებული.

 

ბეჭდვა