ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დავით ჯიქია - კოალიცია ქართული ოცნება
დავით ჯიქია - კოალიცია ქართული ოცნება
დავით ჯიქია დაიბადა 1981 წლის 7 სექტემბერს, ჩხოროწყუში.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ეკონომიკური ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯერის კვალიფიკაციით.

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკუტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2006 წელს დაამთავრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ქალაქის ურბანული დაგეგმვისა და განვითარების ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანების დაცვის კავშირის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე;

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ჯერ აგროსამრეწველო კომპლექსების მიწის რესურსებისა და კადასტრის სამსახურის წამყვან სპეციალისტად, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტად, ასევე სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორად.

2007-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში - ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

2011-2012 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერის ადმინისტრაციის უფროსი.

2013 წელს დაინიშნა ქალაქ რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლად.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს საჯარო ადმინისტრირების, რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის, სტრატეგიული მართვის სასწავლო კურსები.

მონაწილეობდა ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. იყო ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომისიის წევრი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31