დაიბადა ქ. ქუთაისში, 1964 წლის 26 ივლისს.
განათლება:
1981 წელს დაამთავრა ქუთაისის მე–3 საშუალო სკოლა.
1982–1989 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.
სამუშაო გამოცდილება:
წლების განმავლობაში მუშაობდა ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ – რეანიმატოლოგად.
2001 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელი ჯანდაცვის ორგანიზაციის კუთხით.
ამჟამად მუშაობს თბილისის ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში’’ მთავარ სპეციალისტად.
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.