ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
`ჯერჯერობით მე იმ დონის ჩინოვნიკი არ გახლავართ, რომ ეს გავაკეთო~ _ აცხადებს შუქრი გაბრიჩიძე

საერთაშორისო ორგანიზაციის `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს~ ანგარიშში, რომელიც 11 მაისს გამოქვეყნდა საუბარია გურიის რეგიონში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებზე. ისევე როგორც პატიმრების თემაზე, დაშინებებზე და გადაბირების ფაქტებზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოზურგეთში პატიმართა ოჯახებზე ზეწოლა განახორციელეს. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელმა სთხოვა პატიმრების ოჯახებს, რომ მათი დაპატიმრებული ახლობლების გათავისუფლების სანაცვლოდ მმართველი პარტიის დაახლოებით 500 მხარდამჭერის ხელმოწერები მოეგროვებინათ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებთან და სხვა პირად ინფორმაციასთან ერთად. ამ ანგარიშში, პატიმრების თემასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი გიორგი შილაკაძე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გაბრიჩიძე მოხვდა.

ამის გამო, 18 მაისს შვებულებაში გასულმა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა, შუქრი გაბრიჩიძემ გოჩა შილაკაძის კაბინეტში ბრიფინგი გამართა.

`საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ ანგარიშში, მოხსენიებული ვარ რომ მე შალვა გაბრიჩიძე, შევეხე პატიმრების თემას, მოგახსენებთ, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საკითხები, სისულელეები, და აბსურდული, თითქოსდა პატიმრებს მათი ოჯახის წევრებს ვხვდები, ვპირდები რომ გამოვიყვან მათ შვილებს ან მეუღლეებს, ხმების სანაცვლოდ, ჯერჯერობით მე იმ დონის ჩინოვნიკი არ გახლავართ, რომ ეს გავაკეთო,~_ განუცხადა გაბრიჩიძემ ჟურნალისტებს.

`ლელა ნაცვალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მე პოლიციის შენობაში თითქოსდა თათბირებს ვატარებ, და ვიღაცას დავუნახივარ თურმე, მე არ ვიცი, რა იმიჯი მაქვს ამ ქალაქში, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სისულელე არ გამიკეთებია და არც ვაპირებ გავაკეთო, და კიდევ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ინფორმაციებს, არ ვადასტურებ, ეს არის ცრუ, ჭორი და სისულელე~, _აღნიშნა პრესკონფერენციაზე შუქრი გაბრიჩიძემ.

გურია ნიუსი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30