ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გურამ კინწურაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
გურამ კინწურაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაბადების თარიღი: 1982 წლის 19 მარტი, თბილისი


განათლება:

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯი, სპეციალობით სამკურნალო საქმე.

2000-2004 წლებში განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

2009 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიულ–ეკონომიკური ინსტიტუტი, სპეციალობით საფინანსო–სადაზღვევო საქმე, კვალიფიკაცია ეკონომისტი.



სამუშაო გამოცდილება და სხვა აქტივობები:

2006 და 2010 წლებში კენჭს იყრიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ თბილისის საკრებულოში.

გურამ კინწურაშვილი ფლობს სახელმწიფო ჯილდოს, არის ღირსებისოდენის კავალერი.

2003-2004 წლებში მუშაობდათბილისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის უფროსის მოადგილის თანაშემწედ.

2006-2008 წლებში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობების, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2008-2010 წლებში ამავე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობების, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ.

2010 წლის ივლისიდან დაინიშნა თბილისის მერიის სპორტის განყოფილების უფროსად.

2011 წლის მარტიდან არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, ამავდროულად 2011 წლის მაისიდან მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაზღვევის მედიაციის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

2011 წლის აგვისტოდან გახდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაზღვევის მედიაციის სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი.

2012 წლიდან იყო საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ამავე წელს არჩეულ იქნა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად.

2012 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარედ.

2013 წლის აგვისტოდან მუშაობს თბილისის კულტურის ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ.

2006 წლიდან დღემდე არის თბილისის საკრებულოს წევრი.


ოჯახური მდგომარეობა:

ჰყავს მეუღლე და ქალ – ვაჟი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31