ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კახა ერგემლიძე - "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტია"
კახა ერგემლიძე - "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტია"

დაიბადა 09.10.1974 წელს ქ. ცხინვალში,


განათლება

დაამთავრა ცხინვალის №1 ქართული საშუალო სკოლა

1991-1996 წლებში სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ
ინსტიტუტში – ისტორიის ფაკულტეტზე.

2005-2007 წლებში დაამთავრა ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის და
მმართველობის მაგისტრის ხარისხით.


სამუშაო გამოცდილება

1993-1995 წლებში მსახურობდა გორის შინაგან ჯარში.

1993 წლის 12 სექტემბერს გაწვეული იყო აფხაზეთში. მონაწილეობდა
საბრძოლო მოქმედებებში. სოხუმის დაცემის შემდეგ სხვა
ქართველებთან ერთად, ფეხით დაბრუნდა სვანეთის მთების გავლით.

1997-1998 წლებში მუშაობდა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში –
ორგანიზატორად ნიქოზის თემში (საზოგადოებრივ საწყისებზე).

1998 წლის 15 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან
იყო ნიქოზის თემის საკრებულოს წევრი.

2004 წლის თებერვლიდან იყო ნიქოზის თემის საკრებულოს
თავმჯდომარე (გამგებელი),

2004-2010 წლებში იყო საქართვლოს თვითმმართველობათა ეროვნული
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.


2007-2008 წლებში მუშაობდა ”ეუთოს მისია საქართველოში” - ტრენერად
(ქ. ცხინვალში).

2006-2010 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2009-2010 წლებში გორის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა ერთიანი
საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

2010 წლის დეკემბრიდან არის ”ქართული პარტიის” გორის ორგანიზაციის
თავმჯდომარე.

2012 წლიდან შ.პ.ს. ”ჰიპ ჯორჯიაში” ლოგისტიკის მენეჯერის მოადგილე.
ყავს მეუღლე და ორი შვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30