ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მამუკა ნოზაძე - "ნინო ბუჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"
მამუკა ნოზაძე - "ნინო ბუჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"

დაბადების თარიღი: 1974-09-30, გორი

განათლება

1991 წელს დაამთავრა გორის მეათე საჯარო სკოლა.

2000 წელს, წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.


სამუშაო გამოცდილება

1998 წლიდან ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას. სწავლის პარალელურად, გაიარა პრაქტიკა გორის სარაიონთაშორისო და შემდგომ შიდა ქართლის ოლქის პროკურატურაში.

1996 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო იურისტად სააქციო საზოგადოებაში ,,ლარი''.

1998 წელს დაიკავა გორის მერიის სოციალურ დეპარტამენტთან არსებულ იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიცია. პარალელურად, მუშაობდა (კონტრაქტით) სააქციო საზოგადოების ,,ელიტა'' იურისტად და ს.ს. ,,საქთხევადგაზის'' იურისტად.

1999 წლის იანვრიდან კი დაიწყო იურისტად მუშაობა შიდა ქართლის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

2000-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში. ამავდროულად, იკავებდა იურისტთა ასოციაცია ,,თემიდას'' თავმჯდომარის თანამდებობას.

2003 წელს გაიარა ადვოკატთა საერთო ტესტირება და პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას ეწევა საერთო სპეციალიზაციით - მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში.

2003 წლის 8 დეკემბერს, დაინიშნა N 85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. უფლებამოსილებას ასრულებდა 2006 წლის მარტის თვემდე.

2013 წლის დეკემბერში აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31