არჩილ საბიაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
დაბადების თარიღი: 1972-06-16
განათლება
1989 წელს დაამთავრა გორის N1 საჯარო სკოლა.
1993-1997 წლებში სწავლობდა შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება1989-1990 წლებში მუშაობდა ანალიზური ხელსაწყოების ქარხანაში;
1990-1991 წლებში ქალაქ გორის სამუსიკო სკოლაში – მძღოლად;
1997-2008 წლებში – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის შიდა ქართლის რეგიონულ სამმმართველოში სპეციალისტად, წამყვან სპეციალისტად და მთავარ სპეციალისტად.
2008-2011 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს უფროსი,
2011-2012 წლებში – შპს „გორის კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი;
2010-2014 წლებში – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2013 წელს არჩეულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მამულიშვილის“ თავმჯდომარედ. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და ღირსების ორდენოსანი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.