კობა ძლიერიშვილი - "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია"
დაბადების თარიღი: 1971-08-02, რუსთავი
განათლება
1977-1987 წლებში კობა ძლიერიშვილი სწავლობდა ქ. რუსთავის მე-2 საშუალო სკოლაში;
1992-1997 წლებში ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე;
2009 წელს კი საქართველოს საერთაშორისო აკადემიის დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება.
კობა ძლიერიშვილი 2010 წელს უკრაინის სამეცნიერო აკადემიის მიერ გახდა (პლატონის) პრემიის ლაურეატი.
სამუშაო გამოცდილება
1997-2000 წლებში კობა ძლიერიშვილი მუშაობდა ქვემო ქართლის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტორად;
2000-2002 იყო შპს „პროექტი 2000“-ის დირექტორი;
2004-2005 წლებში კი მუშაობდა ქ. რუსთავის მერიაში მთავარ არქიტექტორად;
2005-2006 წლებში კობა ძლიერიშვილი იყო იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს ჯგუფში არქიტექტორი და მუშაობდა შპს „ქართუს“ სოლოლაკის ბიზნეს ცენტრზე.
2008-2010 წლებში იყო ქ. რუსთავის მერიაში მთავარი არქიტექტორი. კობა ძლიერიშვილი არის 100 არქიტექტურული პროექტის (კომერციული და საზოგადო ობიექტების) ავტორი. მისი ახალი პროექტია თბილისის იპოდრომი ლისის ტბაზე; თბილისი - ვერეს უბანი - საცხოვრებელი კორპუსები. კობა ძლიერიშვილი არის ქალაქ რუსთავის განვითარების კონცეფციის თანაავტორი; შპს „ქართველი ხუროთმოძღვარის“ დამაარსებელი.