ნუგზარ ჩხაიძე - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
ნუგზარ ჩხაიძე - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

დაბადების თარიღი: 1954-04-16, ბათუმი

განათლება

1971 წელს ნუგზარ ჩხაიძემ დაამთავრა ქალაქის N1 საჯარო სკოლა. ამავე წელს გახდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის (ფილოსოფიის სპეციალობით) სტუდენტი, რომელიც 1976 წელს დაამთავრა. შემდგომში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკურ და სოციოლოგიურ კვლევათა განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1983 წლიდან ასწავლიდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის სოციოლოგიურ კვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში.

1987 წელს იქვე დაიწყო დისერტაცია სოციოლოგიაში, რის საფუძველზეც მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი აღნიშნულ სპეციალობაში.

სამუშაო გამოცდილება

სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ნუგზარ ჩხაიძე დღემდე კითხულობს ლექციებს ბათუმის უნივერსიტეტში და ქალაქის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, სოციოლოგიასა და ფილოსოფიაში. ასევე, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1991 წელს არჩეული იყო აჭარის უზენაესი საბჭოს და ქალაქის საკრებულოს დეპუტატად ბლოკიდან - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ამჟამად, ნუგზარ ჩხაიძე მუშაობს ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ნუგზარ ჩხაიძე ფლობს ფილოსოფიის აკადემიური დოქტორის აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოციოლოგიური კვლევები.

ოჯახური მდგომარეობა

მყავს მეუღლე - თამარ რობაქიძე და ორი შვილი.

ბეჭდვა