გიორგი დიასამიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
დაბადების თარიღი / ადგილი
1972-01-25, ბათუმი
განათლებაგიორგი დიასამიძემ დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, არის ქირურგი-ორთოპედი.
სამუშაო გამოცდილება2013 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ტრავმატოლოგ-ორთოპედად; 2013 წლის 2 თებერვლიდან 2013 წლის 28 აგვისტომდე მუშაობდა „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელად; 2011-2013 წლებში იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2010 წლიდან მუშაობდა ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგედ. 2007 წლიდან „ჩემი ოჯახის კლინიკა“-ში ქირურგ-ორთოპედად. 2006 წლიდან მუშაობს თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის, საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. 2007 -2013 წლებში მონაწილეობდა ქართული “AO ჯგუფის” ყოველწლიურ სემინარებში სხვადასხვა თემებზე.
ოჯახური მდგომარეობაჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.