ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ირმა ინაშვილი - "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
ირმა ინაშვილი - "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"


დაიბადა 1970 წლის 6 ივლისს, თბილისში.


დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა.


1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტი.


1993 წელს აშუქებდა აფხაზეთის ომის მსვლელობას და 13 თვისა და 13 დღის მანძილზე იმყოფებოდა საომარ მოქმედებათა ზონაში.


1993 წელს ფეხით გამოიარა ჭუბერის უღელტეხილი. მისი გადაღებული კადრები მსოფლიოს წამყვანმა ტელერახებმა აჩვენეს. აფხაზეთის ომის თემაზე ირმა ინაშვილს 20-მეტი საავტორო გადაცემა აქვს მომზადებული.


1993 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც მუშაობდა 2003 წლამდე. ირმა ინაშვილი ხელმძღვანელობდა პირველი არხის პუბლიცისტიკის ჯგუფს. პირველ არხზე მუშაობის პერიოდში მომზადებული აქვს 200-ზე მეტი საავტორო გადაცემა.


2003 წლიდან აარსებს ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივს". მედია-კავშირი "ობიექტივი" ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი გაერთიანება ხდება, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება სააკაშვილს რეჟიმს. "ობიექტივმა" შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. აქ გადაცემეს 130-ზე მეტი წამყვანი უძღვება, რომლებსაც განსხვევაბული პოზიციები აქვთ. დღეს "ობიექტივის" ტელე-რადიო მაუწყებლობა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მაუწყებლობაა ქვეყანაში.


ირმა ინაშვილი არის მრავალი ჟურნალისტური პრემიის მფლობელი. ის დაჯილოვებულია ოქროს ფრთით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით.


2014 წელს ირმა ინაშვილს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა. ირმა ინაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთი პრესტჟულ ჟურნალისტურ კონკურსს, რომელიც ნაზი შამანაურის სახელს ატარებს და ყოველწლიურად სიმართლისათვის მებრძოლ ჟურნალისტებს ოქროს მედლით აჯილოდოვებს.


ირმა ინაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31