ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მერაბ ხიმშიაშვილი - "ერთიანობის დარბაზი"
მერაბ ხიმშიაშვილი - "ერთიანობის დარბაზი"
მერაბ იოსების ძე ხიმშიაშვილი -დაიბადა 1968 წლის 27 მარტს შუახევის რაიონში.

1976 წელს სწავლა დაიწყო შუახევის რაიონის საშუალო სკოლაში.

საცხოვრებელის შეცვლასთან დაკავშირებით სწავლობდა ქ. ბათუმის № 17 სკოლა (1976-1978წ.წ.), ქ. ბათუმის № 9 სკოლა (1978- 1980წ.წ.), ხულოს რაიონის საშუალო სკოლა (1980-1986 წ.წ.), ხოლო დაამთავრა 1986 წელს შუახევის საშუალო სკოლა.

1986 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში , რომელიც დაამთავრა 1994 წელს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრის სპეციალობით, წარჩინებით.

1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1988 -1990 წლებში მუშაობდა "საქმთავარენერგო"-ს ქ. ბათუმის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე.

1990-1992 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის აღმასკომის საბინაო განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე.

1996-1998 წლებში მუშაობდა კადრების უფროსის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე სააქციო საზოგადოება "ავტომობილისტი".

1999-2004 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ავტომობილისტი"-ს გენერალურ დირექტორად.

2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური საზოგადოებრივი გაერთიანება "ერთიანობის დარბაზი" და მოძრაობა "ჩვენი აჭარა"-სთან ერთად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.

2004 წელს რევოლუციის შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად აჭარაში პოლიტიკური და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩამოაყალიბა "აჭარის მეწარმეთა კავშირი".

2004 წელს დაინიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ (საკურატორო სფეროები: აჭარის მშენებლობის, ტურიზმის და სტატისტიკის განვითარება).

2004 წელს ხელმძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციებს სტამბულის, ბერლინის, კიევის, თბილისის საერთაშორისო გამოფენებზე.

2004 წელს მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ქ.ბათუმის ბინათმშენებლობის განვითარების კონცეფცია.

2005-2009 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2009 წელს აჭარის სტატისტიკის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდგომ დაინიშნა საქსტატის ბათუმის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს დღემდე.

2010 წელს საქსტატის სოფლის მეუნეობის სამმართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულის შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში სემინარებზე.

2010 წელს საქსტატის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო საქსტატის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. სამწუხაროდ ოჯახური ტრაგედიის გამო თქვა უარი.

2014 წლის 28 თებერვალს დამფუძნებელი ყრილობის მიერ არჩეულ იქნა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანობის დარბაზის“ თავმჯდომარედ.

ამ დრომდე არასდროს არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მიუხედავად ამისა აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლიდან პოლიტიკურ პროცესებში.

ჰყავს მეუღლე- ნინო მიქელაძე
შვილი - გიორგი ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31