ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კვირის მიმოხილვა (2-8 ივნისი)

 


4 ივნისს, საღამოს საათებში, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ბაღდათის ორგანიზაციის წევრს, ტარიელ ჟორჟოლიანს უცნობი პირები დაესხნენ თავს. 
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟორჟოლიანს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სააგიტაციო მასალა მიჰქონდა თავის სოფელში გასავრცელებლად. ბლოკის აგიტატორს უცნობმა პირებმა 2 ავტომანქანით გადაუღობეს გზა, გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს და გადაუყარეს სააგიტაციო მასალა. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ მოითხოვს დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ჩვენი ბლოკის წევრებზე თავდასხმები, გამოვლინდეს ვინ დგას ამ ფაქტების უკან და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა დამნაშავე".

 

 

"ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიას მიმართავს და მარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატზე ზეწოლას აპროტესტებს.
"ფოთსა და რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც ამ ორი პიროვნების საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. ამ ფონზე მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითად ინტერპრეტაციის მაგალითს წარმოადგენს", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ალი მამედოვი პირადად შეხვდა აკმამედ იმამყულიევს და მოსთხოვა კანდიდატურის მოხსნა. 5 ივნისს გააკეთა განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, და თქვა რომ მას დავით უსუფაშვილი პირადად შეხვდა და გადასცა მთავრობის დანაბარები, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მოხსნის შესახებ. ხათუნა გოგორიშვილმა უარით უპასუხა და დაპირდა, თუ მათ კანდიდატს პრობლემები შეექმნებოდა, ამ საუბარს გაასაჯაროვებდა.

6 ივნისს მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების საკითხს  უწყებთაშორისი კომისია განიხილავს. ამასთან, საარჩევნო ბლოკი მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას ცესკო-ში გაასაჩივრებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალის უშუალო კოორდინატორი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, "საბოლოო სახეს ნუ დაკარგავენ და ხულიგნების პარტიად ნუ იქცევიან". თინა ხიდაშელმა მარნეულში მომხდარი ინციდენტი შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობისთვის ხელშეშლა იწვევს პასუხისმგებლობას. თუმცა, დეპუტატის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამაზე განსაკუთრებული რეაგირება ვერ მოხდება.

 

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და გარდაცვლილი პაატა ქარადავას ახლობლებმა ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს თენგიზ გუნავას შეაფურთხეს და ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს. 
აქციის მონაწილეები “ნაციონალების” ოფისთან სკანდირებენ “გუნავა მკვლელია, პაატა ქარდავას სისხლში გასვრილია”.
აქციის მონაწილეები გუნავასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას დასჯასაც ითხოვენ. 
პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაცვის მიზნით პარტიის ოფისის ეზოში შეიყვანა, თუმცა ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები მათ ქვებს ესროდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
“ნაციონალები” მომხდარს პროვოკაციას და ხელისუფლებისგან მართულს უწოდებენ, აქციის მონაწილეები კი ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გუნავას ჩადენილი დანაშაულისთვის უპისპირდებიან.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 6 ივნისს დაახლოებით 16:00 საათზე ქართული ოცნების აქტივისტებმა პარტიის ზუგდიდის ოფისში სცადეს შეჭრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აქტივისტებს "მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა.". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ზეწოლა ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში.

 

ბათუმში თეატრალურ მოედანზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი თავაძე წარუდგინეს, ინციდენტი მოხდა. 
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრაზე ყოფილი სახალხო კრების წევრი და 26 მაისის აქციის მონაწილეები დავით ლორია და ჯემალ დუაძე მივიდნენ. ისინი ბოკერიას, უგულავასა და ბარამიძისაგან მოითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ დაარბიეს 26 მაისის აქცია და ასევე აცხადებდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ ჰქონდათ ამ შეხვედრის გამართვის უფლება. 
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოუწოდებდნენ ლორიასა და დუაძეს ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა ისინი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებდნენ, რასაც “ნაციონალების” მხარდამჭერებისგან საპასუხო რეაქცია მოყვა და ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 
ლორია და დუაძე შემთხვევის ადგილს რიგითმა მოქალაქეებმა გაარიდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი კირთაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გიორგი ერმაკოვის მხრიდან ასეთი პროვოკაცია პირველი შემთხვევა არ არის.

 

სამტრედიის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები ზეწოლაზე საუბრობენ.
სამტრედიაში საჯავახოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ნიკოლეიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” წევრები მათი მხარდამჭერებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაც ცდილობენ. 
“ბოლო სამი დღეა, ჩემთან სოფელში განსაკუთრებულ აგრესიაზე გადავიდა კოალიცია ,,ქართული ოცნება”. იყო შავი პიარის აგორების მცდელობა, იყო ჩემს მხარდამჭერებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ არაფერი გამოგივათ შეეგუეთ რომ საჯავახოში სიმართლე გაიმარჯვებს და თქვენი არაკაცული საქციელი ვერაფერს დამაკლებს”, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

 

საარჩევნო ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია" მმართველ გუნდს ახალციხესა და ახალქალაქში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. შესაბამის ფაქტებთან დაკავშირებით, ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო შალამბერიძე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აპირებს საუბარს. 
როგორც ალექსანდრე შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ შემთხვევებს ირაკლი ღარიბაშვილს გადააყოლებს.

 

“ქართული ოცნება” ცესკოს მიმართავს, გამოვიდეს იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში , საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ბლოკ “ქართული ოცნების” 3 ივნისის განცხადებაშია ნათქვამი. ინიციატივის მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტების და მათი მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, კოალიციის აზრით, დაუსაბუთებელია. მათ სურთ, მიმდინარე არჩევნებში თავის წარმოჩენის საშუალება ყველა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება კოალიციის განცხადებას: „ქართული ოცნების ინიციატივა - პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხ­ვევაში, არ მოიხსნას საარჩევნო პროცესიდან მთელი სია - "რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არაადეკვატურია". ენმ-ის წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს შეეშალა ინსტიტუტი, რადგან კანონებს პარლამენტი ცვლის. ასევე, მისი თქმით, კალაძეს ვადაც შეეშალა.
ლევან თარხნიშვილის თქმით, დმანისის რაიონში რეგისტრაციიდან მოხსნილია სხვა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სია და გამგებლობის კანდიდატი. ასევე, მოხსნის პირას არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით კი, კახა კალაძის ინიციატივა კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს ეხება და ნორმის ამოღება ან შეცვლა სწორედ მისი კომპეტენციაა და არა ცესკოსი. მისივე თქმით, ინიციატივის დამტკიცება თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ გიორგი ღონიაშვილისათვის ცნობილი იყო რა, რომ შპს „გუდაური სქი რესორტის“ მფლობელს (ამ კოპმანიაზე ქვემოთ დეტალურად გვექნება საუბარი) ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია „BROOKTRADE“, შესთავაზა მას წინასარჩევნოდ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხები ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა კომპანია „BROOKTRADE“-ში, საიდანაც უკვე ასევე ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოირიცხებოდა საქართველოში, შემდგომში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად… ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ კომპანია „EXIMUS HOLDING“-იდან კომპანია „BROOKTRADE“-ის ანგარიშზე გადაირიცხა საერთო ჯამში 760 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის გამოყენებით ჩამოირიცხა საქართველოში და კონვერტაციის შემდგომ გადაცემული იქნა გიორგი ღონიაშვილზე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. გადმორიცხული თანხიდან, მხოლოდ ერთჯერადად 2014 წლის 14 მაისს გიორგი ღონიაშვილის მითითებით ხსენებული თანხის ნაწილი 85 000 აშშ დოლარი გადაირიცხა ქალაქ ლონდონში, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის შვილის ანგარიშზე.

 

"არასაპარლამენტო ოპოზიცია" განცხადებას ავრცელებს მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით და საზოგადოების სწორი ანალიზის უნარი აქვთ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივრის საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაჯარიმდა, გააქტიურდნენ ხელისუფლების სატელიტი სუბიექტები და დაიწყეს შეთანხმებული, მიზანმიმართული კამპანია მათი საარჩევნო ბლოკის წინააღმდეგ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნინო ბურჯანაძის გაერთიანებამ თითქმის ერთდროულად შეიტანეს საჩივარი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ დაჯარიმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ცალკეულ შემთხვევებში „აღმოაჩინეს“ მათ საარჩევნო პლაკატებზე გადაკრული ჩვენი ბლოკის პლაკატი.
აქვე განვმარტავთ, რომ თითოეულ აქტივისტს, რომელსაც ევალება „არასპარლამენტო ოპოზიციის“ სააგიტაციო მასალის გავრცელება, მიღებული აქვს მკაცრი ინსტრუქცია, რომ ეს განახორციელოს კანონის ზედმიწევნით დაცვით. თუმცა, როგორც ჩანს, ბურჯანაძის შტაბმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მაინც აღმოაჩინა რამდენიმე პლაკატი, რომელიც მათი აზრით, კანონდარღვევით იქნა გაკრული. მომჩივანებს დაეთანხმა ზედამხედველობის სამსახურიც და „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ 1000 ლარით დააჯარიმა“.

 

2 ივნისს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც პარტიებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ და „ლეიბორისტული პარტია“ ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიციური ძალების კოორდინირებული მოქმედება, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ არსებული სისტემის შეცვლა.
ვთანხმდებით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ძირითად ოლქებში დავიწყებთ შეთანხმებას საერთო კანდიდატებზე, რათა გამოვრიცხოთ ჩვენს გაერთიანებებს შორის ხმათა გაყოფა.


თბილისის მერობის კანდიდატებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, კახა კუკავამ და ასმათ ტყაბლაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადეს, რომ მერის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ქუჩის აქციებს გამართავენ. არასაპარლამენტო პარტიების მერობის კანდიდატების ამ განცხადებას კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ უპასუხა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ აპირებს და მსგავსი ქმედების მცდელობაც კი არ იქნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30