ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კვირის მიმოხილვა (19-25 მაისი)

პროექტ “ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის” პრეზენტაცია “პირველ პრესკლუბში” გაიმართა.
როგორც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ კოტე კანდელაკმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია შესაბამისი ბეჭდვითი და ვიდეო მასალის მომზადება და გავრცელება; ასევე, რეფორმის პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საზოგადოებრივი შეხვედრების მოწყობა. მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბროშურების გამოცემა, ვიდეო-კლიპების მომზადება, ინტერნეტსაიტების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებასთან შეხვედრები საქართველოს 26 ქალაქსა და სოფელში.

საოლქო – საარჩევნო კომისიებში მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა . 15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახეთის რეგიონში გამგებლობის ყველაზე მეტი კანდიდატი საგარეჯოშია რეგისტრირებული, თუმცა კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი კონკურენცია ამ დროისთვის ახმეტასა და ლაგოდეხშია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 1-დან 30 აპრილის პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში, საია-ს მონიტორების მიერ საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის სამი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვის - ერთი, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დევნის - 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების - 18, ფიზიკური ანგარიშსწორების -1 და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დაფიქსირდა.

20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული იყო „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სააპელაციო საჩივრის განხილვა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო ნომრის - „5“-ის უკანონოდ მინიჭებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, საქმის არსებით განხილვამდე, მიიღო გადაწყვეტილება და „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი დატოვა განუხილველად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანის სუბიექტის ინტერესებს არაფრით არ ეხება, ცესკო მიიღებს თუ არა უკანონო გადაწყვეტილებებს.

20 მაისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი და ძალაში დატოვა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას რეგისტრაციის გადაწყვეტილება.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ განცხადებით, დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (რაც არის კანონის მოთხოვნა), შესაბამისად მისი რეგისტრაციით რუსთავის ოლქმა დაარღვია კანონი.
აღსანიშნავია, რომ ამავე მოტივით, ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გორის მერის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას. „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ სასამართლოში ამ საქმეზე საჩივარი უკვე შეიტანა.
23 მაისს, საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატების წინააღმდეგ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ და „ჩვენი საქართველოს“ საჩივრები განიხილება. საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე პარტია „ჩვენმა საქართველომ“ განმარტების გარეშე მოულოდნელად ფოთის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ საჩივარი გაიწვია. ცესკო საქმეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად გამოდის. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ რუსთავის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

"პარტია “მომავალი საქართველოს" ლიდერის თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ლაღიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ უკიდურესად ტენდენციური და არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, რაც ხელს არ უწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო აქციებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ოფისთან, რათა მათ მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობის შესახებ, პირველი აქცია გაიმართება ენდიაის ოფისთან,“- აცხადებს გიორგი ლაღიძე".

„ლეიბორისტების“ პარტიული სიის პირველი ნომრის სამსონ გუგავას განცხადებით, შეუსრულებელი დაპირებების ფონზე , „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს, რისთვისაც არჩევნების გაყალბების „ნაციონალების“ დროინდელ მეთოდს იყენებს. აღნიშნული განცხადება გუგავამ 23 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სამსონ გუგავას თქმით, კოალიციას საარჩევნო კომისიის წევრებისგან დაკომპლექტებული ჰყავს ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დადიან და იმ ადამიანების აღრიცხვას აწარმოებენ, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში და არჩევნებზე არ მივლენ.

ჟურნალისტი და თბილისის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი, იმ მუქარის გზავნილების გამოძიებას და ავტორების დასჯას ითხოვს, რომელიც მან და “პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმე ლიდერმა მიიღო.
“პირველ პრესკლუბში” ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მან, დავით თარხან-მოურავმა და გიორგი ლომიამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში 7 ესემეს გზავნილი მიიღეს, რომლის შინაარსიც ასეთი იყო: “ახალი სიურპრიზი გელოდებათ. მოემზადეთ!” ინაშვილი მუქარის გზავნილების შექმნაში და გაგზავნაში “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ლიდერებს ადანაშაულებს.

გურჯაანის სასამართლომ N5 საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრი ბესიკ თოდაშვილი, „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატის გივი გერგიძის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევისთვის, სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
თოდაშვილისთვის სამართალდარვევის ოქმის შედგენის გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის ვალერი შოშიაშვილის განცხადების საფუძველზე მიიღო.
18 მაისს, შოშიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, საიდანაც დასტურდება, რომ N5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ბესიკ თოდაშვილი, ამომრჩეველთა ბარათების დარიგების დროს, „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების მხრიდან მათ კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს , რომელშიც განმარტავს, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა ზეწოლას ვერ გაუძლო, რის გამოც არჩევნებს გამოეთიშა.
"15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოიწყო მასიური ზეწოლა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებზე მათი არჩევნებიდან მოხსნის იძულების მიზნით. ზეწოლას ხელისუფლება ხშირად მიმართავს იმ რაიონებში, სადაც "ქართული ოცნების" შეუსრულებული დაპირებებით და მთავრობის უუნარობით იმედგაცრუება განსაკუთრებით ძლიერია და სადაც ჩვენს პარტიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ზეწოლას, რომელიც ხშირად ხორციელდება სრულიად ღიად, ვერ გაუძლო რამდენიმე კანდიდატმა და უკვე გამოეთიშა არჩევნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" 1 აპრილიდან 7 ეროვნული ტელევიზიისა და 6 რეგიონული მაუწყებლის მონიტორინგი ჩაატარა. 
ეს ტელევიზიებია: “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “აჭარის ტელევიზია” და კერძო მაუწყებლები - “იმედი”, “კავკასია”, “მაესტრო”, “რუსთავი 2” და “ტაბულა”. რეგიონული მედიებიდან კი, “აჭარის 25-ე არხი”, “გურჯაანი”, “ქვემო ქართლის ტელევიზია”, “ოდიში”, “რიონი” და “თრიალეთი”.
ზოგადი შეფასებით, მედიასაშუალებების უმეტესობა წინასაარჩევნო კამპანიას ძირითადად დაბალანსებულად აშუქებდა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება ორ პარტიას: “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” დაეთმო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30