სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ იოსებ ბაღათურიამ, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები გადასცა.
იოსებ ბაღათურიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიწოდებულ მონაცემებში შეტანილია მოქალაქეთა უახლესი ფოტოსურათები. მისივე განმარტებით, საერთო ჯამში ბაზა 3 553 673 პოტენციურ ამომრჩეველს ითვლის.
საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია ჩამოვიდა. ორგანიზაცია საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეაფასებს. დელეგაციამ პირველი ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითადი დასკვნები 2 მაისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა. ქართველი და საერთშორისო დამკვირვებლების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ხელისუფლებამ წამოიწყო გამოძიებების სერია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო შემთხვევებზე. ქართველი და საერთაშორისო დამკირვებლების ნაწილი ამ გამოძიებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ეს შთაბეჭდილება, შესაძლოა, გაამყაროს საჯარო დისკურსში ჭარბად არსებულმა დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა დანაშაულუბერივი ქმედებების შესახებ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა. იგი მიესალმება პრემიერ მინისტრის მიერ მორატორიუმის გამოცხადებას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყვარელში განვითარეულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია ყვარლის გამგებლის, დავით ქევხიშვილის, დაპატიმრებისას არსებულ შერჩევით სამართალზე სამართალდამცავთა მხრიდან და გაჩენილ კითხვებზე საკრებულოს მიერ მისი გადაყენების თაობაზე.
ყვარლის ყოფილი გამგებელი დავით ქევხიშვილი საკრებულოს გადაწყვეტილებას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. ყოფილი გამგებლის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დიდი ხანია რაც არსებობს და მას სამართლიანობის აღდგენა სურს.
ვიცე-პრემიერ კახი კალაძის თქმით, საარჩევნო სიაში ყოფილი „ნაციონალები აღარ იქნებიან“. “ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება. რაც შეეხება ყოფილ “ნაციონალებს”, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც “ქართული ოცნების” მდივანი, რომ ასეთი პიროვნებები სიაში არ იქნებიან”, - განაცხადა კახი კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, რომ ირაკლი შიხიაშვილი საარჩევნო სიაში აღარ იქნება. მისივე ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება კოალიციაში უკვე მიღებულია და ამის მიზეზი შიხიაშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებული კითხვებია.
"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა , გია კობახიძემ და საფინანსო-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეიძემ, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წელს გაწეული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებია დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული დასკვნა პროკურატურას შესასწავლად ჯერაც არ აქვს მიღებული. ეს კი, მათი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შესაძლო გარიგებასა და კორუფციაზე მიუთითებს.
კახა კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პრემიერის მიერ წინასაარჩევნოდ მორატორიუმის გამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მორატორიუმი სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება. მისი შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა ცოლ-ქმრის ურთიერთობას ჰგავს, ზოგჯერ რომ ჩხუბობენ, მაგრამ მაინც სულ ერთმანეთის ფერებაში არიან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და სამართლიან არჩევნებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები, არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
ორგანიზაციებმა, ამასთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრები ექვსი მოქალაქის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
22 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მისი კანდიდატურა გორის მერობაზე არ აღადგინა. პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი გეგმა ბე-ს განხორციელებაზე გადავა და არჩევნებზე სხვა კანდიდატს წარადგენს. „პარასკევს გამოვაცხადებთ გეგმა ბე-ს, ანუ ვის დავასახელებთ კანდიდატად და ვნახოთ, როგორ მოუგებს ღარიბაშვილის ფალავანი ჩვენს ფალავანს" - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
30 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი, გამგეობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თუშეთში იმყოფებოდნენ. მათ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სააღდგომო კალათები და მედიკამენტები გადასცეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქმე ეხება ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებას.
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის პრეზენტაცია რუსთაველის გამზირზე , ახლად გახსნილ საზოგადოებრივ მხარდაჭერის დარბაზში გაიმართა.
დავით ნარმანიამ თავის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა.
პარალელურად საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზის პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შედიან. მათ შორის არიან კახი კავსაძე, მერაბ თავაძე და გია ბაღაშვილი.
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიგი უგულა 29 აპრილს ნავთლუღში იმყოფებოდნენ.
მათ დედაქალაქში კიდევ ერთი შეჩერებული სამშენებლო ობიექტი დაათვალიერეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას, რომელიც 29 აპრილს "მზიურის" დასუფთავების აქციაში მონაწილეობას გეგმავდა, პარკი დასუფთავებული დახვდა. "ამ ტერიტორიაზე დღეების განმავლობაში ნაგავი იყო. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად დავგეგმეთ დასუფთავება, თუმცა, როგორც კი შესაბამისი ანონსი გავრცელდა, მერიის დასუფთავების სამსახურმა, როგორც ჩანს, დაასუფთავა და მოაწესრიგა ტერიტორია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე შუქნიშნის გადატანით და მოძრაობის მიმართულების შეცვლით, აღნიშულ ქუჩებზე მოძრაობის პრობლემა მოიხსნება. აღნიშნული პროექტი მან პირადად გააცნო ჭავჭავაძის მცხოვრებლებს.
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" არჩევნებში მონაწილე პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით "არასაპარლამენტო ოპოზიცია" განცხადებას ავრცელებს , რომელშიც განმარტავს, რომ არჩევნებში არასაპარლამენტო პარტიებს წარმატების რეალური შანსი აქვთ.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გაერთიანებას „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ უერთდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებულია ბლოკის საბჭოსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების კონსტულაციების შედეგად.
„დემოკრატიული მოძრაობის“ იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, თამარ ზურაშვილმა, ხელისუფლებას სამართლიანობის დამკვიდრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 2012 დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი 192 ადამიანს მიანიჭა, რომელნიც საპატიმრო დაწესებულებებიდან ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ, თუმცა ჩამორთმეული ქონება, მათ დღემდე არ დაბრუნებიათ. თამარ ზურაშვილი მათთვის ამ ქონების დაბრუნებას ითხოვს.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა რიგით მეორე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ქვეყნის საგარეო კურსზე საუბრობს.
კახა კუკავა აღნიშნავს, რომ მისთვის ევროპული კურსი პირველ რიგში გულისხმობს, არა რომელიმე სტრუქტურაში ინტეგრაციას, არამედ ქვეყნის ევროპეიზაციას - ევროპულ ფასეულობებზე დამყარებულ რეფორმებს.
2 მაისს შალვა ნათელაშვილმა ”ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა ის პარტიას სავარაუდოდ, კვლავ უხელმძღვანელებს, რადგან პარტიის ყრილობაზე “ლეიბორისტების” თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ მისი კანდიდატურა განიხილება .
შალვა ნათელაშვილმა ყრილობის დელეგატებს პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, ასმათ ტყაბლაძე, ოფიციალურად წარუდგინდა და პარტიის მიერ გაწეული მუშაობა შეაფასა.
3 მაისს პრემიერმა ქუთაისში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქმა წარსულის დიდება უნდა დაიბრუნოს, რასაც დიდი შრომა სჭირდება. მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაასახელა.
სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ვალერი ფოცხვერია იქნება, ხონის – ჯემალ მებუკე, ვანის – ზაზა ხურციძე, ბაღდათის – ირაკლი გეგეშიძე, წყალტუბოში – კონსტანტინე მამისეიშვილი, ჭიათურის - სულხან მახათაძე, ზესტაფონის - ტარიელ თუთარაშვილი, თერჯოლის – თემურ ჯაფარიძე, ტყიბულის - რობინზონ გვენეტაძე, ხარაგაულის - კობა ლურსმანაშვილი, საჩხერის - მალხაზ ბაზაძე.
ქუთაისის მერობის კანდიდატად შოთა მურღულიაა წარდგენილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალები“ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ხონის ყოფილ გამგებელს, ზურაბ ჯიბუხაიას ასახელებენ. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დეპუტატის თქმით, პროკურატურის თვითმიზანს არჩევნებამდე ზურაბ ჯიბუხაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვება წარმოადგენს. აკაკი ბობოხიძემ აქვე ის ორი დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჯიბუხაიას მიერ ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი 500 ლარს შეადგენს.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები