შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ( 31 მაისი )
02 ივნისი, 2014 წ.
30-31 მაისს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა/დისკუსიები გაიმართა. ბოლნისის სოფ. ჭაპალის და დმანისის სოფ. ამამლოს მოსახლეობას ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეხვედრები ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული ორგანიზაციის „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ პროექტის ფარგლებში შედგა.