სასტუმრო "ვერე პალასში" გამართულ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების პრობლემებზე იმსჯელეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რეგიონის განვითარების ცენტრიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, ასპინძა, ახალციხე, თეთრიწყარო, კასპი, სიღნაღი და საგარეჯო) 21 სოფლის პრობლემები პროექტის "უმცირესობების ხმები ცვლილებებისთვის" ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოვლინდა.
პროექტს ახორციელებს "რეგიონის განვითარების ცენტრი" და საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის გააქტიურებას, მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას და ჩართვას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაში, უმცირესობების ხმების სრულფასოვან ასახვას თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დარგობრივი სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სოფლის მოსახლეობის მიერ მომზადებული "სამოქალაქო გზავნილები", რომლებიც ასახავენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში არსებულ პრობლემებს, როგორიც არის: წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, გზების მდგომარეობა, ელექტროენერგიის მოძველებული ქსელი, გაზიფიცირება, არაფორმალური განათლების ცენტრების არარსებობა, საბავშვო ბაღების არარსებობა, სკოლების მოუწესრიგებლობა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის ცოდნის პრობლემაზე. მათ აღნიშნეს, რომ უმჯებესი იქნებოდა საბავშვო ბაღიდანვე დაიწყოს ქართული ენის შესწავლა, რათა მათმა შვილებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება და არ გაუჭირდეთ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მიმართულია დასმული საკითხების მოსაგვარებლად. ასევე, ჩაინიშნეს ის პრობლემები, რომელიც ამ პროექტების მიღმა რჩება და შეთანხმდნენ მომავალში თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და დიალოგის დაწყებას ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/279663-qvere-palasshiq-ethnikuri-umciresobebith-dasakhlebuli-soflebis-problemebze-imsjeles.html
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები