ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნები 2014
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შესახებ
13 მაისი, 2014 წ.
საქართველოს კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები  2014 წლის 15 ივნისს დანიშნა.

აირჩევა 71 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი(გამგებელი/მერი) ორგანოები.

საკრებულოს არჩევნები

თვითმმართველი თემის(მუნიციპალიტეტის) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და შესაბამის უნიციპალიტეტში არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ერთმანდატიანი ადგილობრივი საარჩევნო ოლქებიდან არჩეული თითო წევრისაგან.

თვითმმართველი ქალაქების რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის საკრებულოები შედგება 25 წევრისაგან, რომელთაგან პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა 15 წევრი, ხოლო 10 წევრი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ერთმანდატიანი ადგილობრივი საარჩევნო ოლქებიდან.

თვითმმართველი ქალაქების ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხის, გორის, მცხეთის და თელავის საკრებულოები შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა 10 წევრი, ხოლო 5 წევრი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ერთმანდატიანი ადგილობრივი საარჩევნო ოლქებიდან.

დედაქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

სულ ჯამში ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აირჩეს 2,088 საკრებულოს წევრი, აქედან 1050 პროპორციული სისტემით, ხოლო 1038 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ერთმანდატიანი ადგილობრივი საარჩევნო ოლქებიდან.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს(წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა 1 პროცენტის ხელმოწერით), რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.

მერის/გამგებლის არჩევნები

2014 წლის 15 ივნისს საქართველოს მოსახლეობა ირჩევს 12 თვითმმართველი ქალაქის მერს და პირველად 59 თვითმმართველი თემის გამგებელს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე.

მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ, მხოლოდ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს.

არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.

თუ არჩევნებში ვერცეერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30