მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ხალხის პარტია”
თავმჯდომარე: კობა დავითაშვილი
პარტიის დევიზია: დემოკრატიული მმართველობა, პიროვნული თავისუფლება, სამართლიანობა,
ხალხის პარტია ჩამოყალიბდა 2007 წლის ივლისში, რომლის თავჯდომარედაც არჩეულ იქნა კობა დავითაშვილი.
პარტიის შექმნის აუცილებლობა განაპირობა, მოსახლეობისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაუწყვეტლობა, როგორებიც არის ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, ავტორიტარული ერთპარტიული მმართველობა (მმართველობის სისტემის არადემოკრატიულობა), უმუშევრობა, სიღატაკე, მმართველი ელიტის კორუმპირებულობა, პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების დაუცველობა, მათ შორის ისეთი ძირითადის, როგორებიცაა ადამიანის ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება, უკანონოდ ადამიანების დაპატიმრება, აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება.
პარტიის სტრუქტურა:
პარტიის პოლიტიკური მდივანია ალექსანდრე შალამბერიძე, აღმასრულებელი მდივანი ასმათ მურადაშვილი, თავჯდომარის მოადგილე გიორგი ცანავა.
მისამართი:
პუშკინის 5. ტელ: 232816