თავმჯდომარე: გიორგი მაისაშვილი
პარტიის დაფუძნების თარიღი 2004 წელი.
პარტიის სტრუქტურა:
პარტიის აღმასრულებელი ორგანოა საბჭო, რომელიც დაკომპელქტებულია 9 წევრისგან.
პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:
ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული ცოდნის ეკონომიკა შესაძლებელია შეიქმნას როგორც მდიდარ და წარმატებულ, ასევე აქამდე ჩამორჩენილ და ღარიბ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი პოსტკომუნისტური სივრცის ქვეყნებში, რომლებსაც ტრადიციულად მაღალკვალიფიცირებული ცოდნის მუშაკები ჰყავთ, ამიტომ შესაბამისი ფიზიკური და სოციალური ინფრასტრუქტურების ჩამოყალიბების პირობებში საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ცოდნაზე და ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული მოწინავე ეკონომიკის ქვეყანა. თუ ჩვენს ქვეყანას სურს, რომ მის მოქალაქეებს ჰქონდეს მსოფლიო კლასის სამუშაო ადგილი და ხელფასი, მაშინ ჩვენმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს მსოფლიო კლასის განათლების მატარებელი. ტექნოლოგიური რევოლუცია და საერთაშორისო ინტეგრირება ლიდერის როლის შეძენისა და წარმატების სწრაფად მიღწევის გაუგონარ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდა სახელმწიფოებს, ახალ ინოვატორულ კომპანიებს და ინდივიდებს. ისეთ უბრალო ქვეყანას, როგორიც საქართველოა, შეუძლია დინამიური ეკონომიკის სწრაფი ჩამოყალიბება.
მისამართი:
თბილისი, ალექსი მაჭავარიანის
(ყოფილი არაგვის) ქ. 4, ბინა1
ტელ: 309-319; ტელ: 99-63-64
ელ-ფოსტა: momavlispartia@gmail.com
FACEBOOK: momavlispartia@gmail.com
ვებსაითი: http://www.momavlispartia.org
ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა:
ზურაბ ხუციშვილი, მობილური: 858240438