ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
№21 - ’’თორთლაძე- დემოკრატიული პარტია’’
22 აპრილი, 2010 წ.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს დემოკრატიული პარტია”

 

თავმჯომარე: გია თორთლაძე

პარტიის დაფუძნების თარიღი: 2007 წელი

პარტიის დევიზი: ერთად ვმართოთ საქართველო.

პოლიტიკური მიმართულებ: მემარჯვენე-ცენტრისტული,

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული, საპრეზიდენტო მმართველობა.

პარტიის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არის დავით იაკობიძე.

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტია:

პარტიის მიზანია  ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და აღმშენებლობა, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

პარტიის საარჩევნო საპროგრამო მიმართულებებია:

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირება, პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემა და მინიმალური პენსიის საარსებო  მინიმუმთან გათანაბრება. შრომის ახალი კოდექსის შემუშავება, ჯანდაცვის სადაზღვეო სისტემის ეფექტურობის გაზრდა, უფასო მკურნალობა ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის, სასამართლოს რეფორმირება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება და ანტინარკომანული პროგრამების განხორციელება და სხვა

„თორთლაძე - დემოკრატიული პარტია“ თვლის, რომ დემოკრატიის შეუქცევადობა მიიღწევა: სასამართლო რეფორმით, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი არჩევნებით, სახელისუფლო შტოების დაბალანსებული გაძლიერებით, მუნიციპალური მმართველობის სრულყოფით, საზოგადოების ინფორმირებულობითა და მისი ჩართვით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მისამართი:

თბილისი, გრიბოედოვის ქ. # 30

ტელ: 935843

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31