ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ალასანია: ასეთი სუფთა და თავისუფალი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა
27 ოქტომბერი, 2013 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი ზუგდიდში 30-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ხმა მან საქართველოს კეთილდღეობას მისცა. მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები ისტორიულია.

"ეს არის ისტორიული არჩევნები - ასეთი სუფთა და თავისუფალი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ამიტომ გვეამაყება ყველას, რომ მონაწილე ვართ ამ პროცესის. ჩემი არჩევანია - არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, რომელიც იქნება სავსე პასუხისმგებლობით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.

http://news.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« მაისი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31