ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მინისტრებმა გიორგი მარგველაშვილის უპირატესობებზე ისაუბრეს
23 ოქტომბერი, 2013 წ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე და კახა კალაძე იმ უპირატესობებზე საუბრობენ, რაც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს კონკურენტებისგან განასხვავებს და რის გამოც ისინი ხმას გიორგი მარგველაშვილს აძლევენ.

უსუფაშვილმა და მთავრობის წევრებმა მარგველაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" წარადგინეს.

"ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და თქვენი არჩევანით ვიქეცით მინისტრებად, პარლამენტის წევრებად და თქვენი არჩევანით გიორგი მარგველაშვილი გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი იქნება ამ ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტი. პირველ ტურში მოხდება მისი არჩევა – მეორე ტური ვერ იქნება, ამას მეტყველებს თქვენი მხარდაჭერა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, გიორგი მარგველაშვილი ძალიან სამართლიანი ადამიანია. "მისი არჩევით ჩვენს ქვეყანაში დავამკვიდრებთ სამართლიანობას. სწორედ ამიტომ მე ვირჩევ გიორგი მარგველაშვილს და დარწმუნებული ვარ, ის იქნება ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი და ყველაზე ძლიერი მთავარსარდალი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კი მარგველაშვილში ყველაზე მეტად ჰუმანურობა ხიბლავს. "მე ვირჩევ გიორგი მარგველაშვილს იმიტომ, რომ ის იქნება ჰუმანურობის შემომტანი ქართულ პოლიტიკაში, თანხმობის შემომტანი და ეს იქნება პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეცვლის თავის წინამორბედს მშვიდობიანი გზით და ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების გზით", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, მისი თქმით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ხალხს სწორედ ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორიც მარგველაშვილია. "მე იმიტომ ვირჩევ გიორგი მარგველაშვილს, რომ საქართველომ გააკეთა არჩევანი ევროპისკენ. სწორედ ამ გზაზე - ევროპისკენ გზაზე ჩვენ გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც იქნება გიორგი მარგველაშვილი. რადგან წარმატება უკვე სახეზეა და ის ძალიან მალე გაფორმდება, მინდა, რომ ამ წარმატებას ხელი მოაწეროს საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა", - განმარტა ფანჯიკიძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი ხაზი მარგველაშვილის პიროვნულ თვისებებს გაუსვა. "მინდა ხაზი გავუსვა გიორგის პიროვნულ თვისებებს, ისაა ძალიან კარგი მეგობარი. საქმეში ბოლომდე გვერდში მდგომი, შეუპოვარი, თანამებრძოლი. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ. გიორგის გამარჯვება ეს იქნება თითოეული თქვენგანის ოცნებების ასრულება", - აღნიშნა კალაძემ.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31