გიორგი ლაღიძე - პოლიტიკური პარტია ’’მომავალი საქართველო’’
17 აგვისტო, 2012 წ.
გიორგი ლაღიძე დაიბადა 1976 წლის 14 აპრილს გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მიიღო უმაღლესი განათლება.

პროფესიით იურისტი – სამართალმცოდნე

1996 წლიდან მოღვაწეობს ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში.

1998 წელს დააფუძნა სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია. იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი.

2000 წლიდან პარალელურად იყო იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრი

2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო” და არის ამ პარტიის თავმჯდომარე, არის საკონსტიტუციო მრჩეველთა საბჭოს წევრი,

არის დაოჯახებული.
ბეჭდვა