ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
2010 წლის 30 მაისის არჩევნების შესახებ
04 მაისი, 2010 წ.

არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა მოიცავს: საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საარჩევნო კოდექსს, კანონს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ, კანონს რეფერენდუმის შესახებ, ორგანულ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, კანონს საჯარო სამსახურის შესახებ, კანონს მაუწყებლობის შესახებ, სხვ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის მეშვეობით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შეახებ” ორგანული კანონით.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს– საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის  არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს და თბილისის მერის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემას.

მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება 2010 წლის 30 მაისს. 2006 წელს არჩეულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე. ამასთან 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში, სადაც შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება.

თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას და საარჩევნო ბლოკს.

2010 წლის 30 მაისს პირველად ტარდება თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები.

თბილისის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც მუდმივად უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც და ფლობს ქართულ ენას.

თბილისის მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-სა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, სადაც მონაწილეობას იღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. და რომელსაც უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც.

თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

თბილისის გარდა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება 59 მუნიციპალიტეტში და ოთხ თვითმმართველ ქალაქში.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოებში ირჩევა  პროპორციული სისტემის საფუძველზე - 10 წევრი და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომელიც შედის ამ რაიონის შემადგენლობაში - თითო წევრი;

თვითმმართველი ქალაქებში ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, ირჩევა მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე  10 წევრი და პროპორციული სისტემით 15 წევრი(სულ 25), ხოლო ქალაქ ფოთში მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრი და პროპორციული სისტემით 10 წევრი (სულ 15).