ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნიკოლოზ სანებლიძე
ნიკოლოზ სანებლიძე


დაიბადა 1958 წლის 31 იანვარს ქ.თბილისში.

1974 წელს დაამთავრე ქ.თბილისის N 55 საშუალო სკოლა.

1974-79 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1979 წელს ზოგადი ენათმეცნიერების განხრით.

1980-88 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში ენობრივი მოდელირების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.

1989-92 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.

1990 წლის 28 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სიით.

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის აღდგენის დღიდან (1990 წ) პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, უკანასკნელ წლებში პოლიტიკური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.

ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

1990-2004 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის N 5 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურის უნივერსიტეტი, ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი „მასკი“ და სხვა) კითხულობდა ლექციებს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი - ხელოვნური ინტელექტის, ენათმეცნიერების, კულტუროლოგიისა და პოლიტიკური ანალიზის სხვადასხვა მიმართულებით, აქვს გამოქვეყნებული სტატიები თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების აქტუალურ პრობლემებზე. დღესაც ეწევა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო საქმიანობას.

მყავს მეუღლე - თინათინ ინასარიძე და დაოჯახებული ქალიშვილი - ეკა სანებლიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30