ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გრიგოლ ჯოჯუა (მოხსნა კანდიდატურა)
გრიგოლ ჯოჯუა (მოხსნა კანდიდატურა)


გრიგოლ (გოჩა) ჯოჯუა

დაიბადა 1962 წლის 24 სექტემბერს თბილისში.

1979 წელს დაამთავრა თბილისის №132–ე საშუალო სკოლა.

1989 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივესიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის სპეციალობით.

1989–1992 წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეროვნებათშორისი ურთიერთობის კვლევით ცენტრში მეცნიერ–თანამშრომლად.

1989 წლიდან აქტიურად ერთვება ეროვნულ მოძრაობაში, ხდება მონარქისტული პარტიის წევრი.

1992–1995 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, 1995 წელს ხელს აწერს საქართველოს ძირითად კანონს– კონსტიტუციას.

1999–2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი.

2003–2007 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი.

2003 წელს არ დაეთანხმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელმაც დაარღვია კონსტიტუციის არსი და განუზომლად გაუზარდა მიხეილ სააკაშვილს, როგორც პერზიდენტს ძალაუფლება. 2003 წელს დატოვა მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებული ხელისუფლება და აქტიურად ჩაება მისი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინააღმდეგ წავიდა იმ საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლითაც შემცირდა პარლამენტის წევრთა რაოდენობა 250–დან 150–მდე, ისე, რომ არ განისაზღვრა პროპორციულად თუ მაჟორიტარულად მოხდებიდა დეპუტატების არჩევა და ეს პრობლემა დღესაც დავის საგანია.

2007 წელს იყო წინააღმდეგი იმ საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლითაც მ. სააკაშვილმა და ნ. ბურჯანაძემ ფაქტობრივად აღადგინეს და დააკანონეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ სწორედ ამ საზღვრებში ჩადგა რუსეთის საოკუპაციო ჯარები. ეს აქტი მის მიერ შეფასდა, როგორც სახელმწიფო ღალატი.

2007 წელს ხდება ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ–ერთი ხელმძღვანელი და აქტიურად ებრძვის მ. სააკაშვილის ძალადობრივ და ქვეყნის დამღუპველ რეჟიმს.

ოჯახი

მშობლები დედ–მამა დახვრიტეს აფხაზეთში, გაგრაში 1992 წლის ნოემბერში.ამ ტრაგიკული ფაქტის მიუხედავად ჩართული იყო აფხაზებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენი პოზიციაა სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით აღვადგინოთ ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30