ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
გიორგი ლილუაშვილი
გიორგი ლილუაშვილი

საარჩევნო პროგრამა

დაიბადა 1973 წლის 16 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში, მოსამსახურის ოჯახში, ეროვნებით ქართველი, დასაოჯახებელი.

განათლება

1979 – 1990 წ.წ. ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.

1990–1993 წ. ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკურ კოლეჯი დაუსწრებელი განყოფილება, სპეციალობით – “ეკონომიკა და დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში”. ტექნიკ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1992-1996 წ. საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაცია.

1993-2001 წ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი,  ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია.

2003 წ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტი, დარგობრივი დახელოვნების კურსი „სამხედრო საველე ქირურგია“

2017 წლის 3 თებერვლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსოტეტის დოქტორანტი.

მუშაობს თემაზე „სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო დახმარების საჭიროების, მიწოდებისა და ეფექტურობის, შესწავლა და შეფასება“

 

სამუშაო გამოცდილება:

2017 წ. თბილისის 81-ე საჯარო სკოლის ექიმი.

2016 წ. დღემდე საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი

2015 წ. არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად

2015 წ. 1 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი

2013 წ.  „გიორგი ლილუაშვილის ფონდი“-ს პრეზიდენტი. (დამფუძნებელი)

2010 წ. 27 დეკემბერს მონაწილეობდა თსუ-ს რექტორის არჩევნებში, თსუ-ს რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2009 წ. 11 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ივლისამდე ს.ს. „ლომისი“ გაყიდვების დეპარტამენტი

2008 წ. 12 ივნისიდან 2008 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს პედაგოგთა და და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი.

2007-2010 წ. სამედიცინო სასწავლებელ “არგოს” იურისტი.

2007-2009 წ. შეთავსებით №138 საჯარო სკოლის იურისტი.

2006-2010 წ. ქ. თბილისის სამედიცინო სასწავლებელ “არგო”-ში ლექტორი.

2006-2010 წ. არჩეული იქნა № 138 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭის წევრი.

2006-2010 წ.  №138 საჯარო სკოლაში პედაგოგი.

2006 წ. დაინიშნა საქართველოს ეროვნული აკადემიის “მომავლის აკადემიის” კოორდინატორად, ამავ დროულად ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშემწყობ სფეროს საკითხებში საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.

2004-2008 წ. საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, აკადემიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად.

2002 წლიდან  საქართველოს ეროვნული აკადემიის იურიდიული მომსახურების კომპლექსური ცენტრის დამოუკიდებელი სამხედრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი.

2000 წ. არჩეულია „საქართველოს ეროვნული აკადემიის“ საპატიო წევრად, ამავე აკადემიის ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორად, გაზეთ „ჟამი ერისას“ ახალგაზრდულ საქმეთა რედაქტორად და „მომავლის აკადემიის“ პრეზიდიუმის წევრად.

2000 - 2001 წ. შ.პ.ს. “მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწე.

2000 წ. 19 ივლისიდან – 2000 წ. 18 სექტემბრამდე  ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწე.

2000 წ. 1 ივლისიდან – 2000 წ. 18 სექტემბრამდე  ს.ს. “ფეროს” მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და კარდიოლოგიურ განყოფილებებში ექიმის თანაშემწე.

1999-2004 წ. გამსვლელი ბრიგადის მორიგე ექიმი.

1998-1999 წ. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურ “ქველის” გამსვლელი ბრიგადის მედდა.

1995-1996 წ. რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციური საავადმყოფოს მე-8 განყოფილება სანიტარი.

1992 – 1993 წ.  ქ. თბილისის სამრეწველო ეკონომიკური კოლეჯი ლაბორანტი.

1990 – 1992 წ.  ს/გ „საქკავშირმშენ პროექტი“ მ.მ.კ2 -ში მონტიორი.

 

სამხედრო სამსახური:

1992 წლის 7 ნოემბრიდან 1993 წლის 14 მაისამდე, მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში 21-ე ბრიგადის მოხალისეთა ბატალიონში, მოხალისედ (სან. ინსტრუქტორი).

1993 – 2001 წ. სამხედრო ნაწილი „სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი“ მსმენელი (კურსანტი)

2001-2004 წ. (ს/ნ 10143)  მე-11 მექანიზირებული ბრიგადის (ს/ნ 06325) საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი.

2004 წ. დ. აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი. ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კურსი.

აშშ-ში სამედიცინო კაპიტნის კურსე გაგზავნის მიზნით.

2003 წ. საშტაბო-სამეთაურო და სამედიცინო სწავლება “RESCUER MEDCEUR 03”

2002 წ.  “COOPERATIVE BEST EFFORT” -ში სწავლების  სამედიცინო პუნქტის ქირურგი.

2002 წ. საშტაბო სამეთაურო სწავლება „კახეთი 2002“-ში 112-ე ბატალიონის ექიმი.

2008 წელის ომში მოხალისედ ჩავიდა ტყვიავში სამხედრო საველე ჰოსპიტლის დასახმარებლად, მონაწილეობდა ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციაში.

 

სამხედრო წოდებები და ჯილდოები:

1993-2001 წ. სამხედრო წოდება მსმენელი (კურსანტი)

2001 წ. სამხედრო წოდება „სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი“

2001 წ. სამხედრო წოდება „სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი“

2003 წ. 26 მაიის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.

2003 წ. 23 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დაჯილდოებულია „სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების“ მე-3 ხარისხის ნიშნით.

2003 წ. სამხედრო წოდება „სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი“

 

პოლიტიკური გამოცდილება:

2017 წ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-პარტია „საქართველო“-ს მიერ წამოყენებულია საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერობის კანდიდატად.

2016 წ. დაფუძნებიდან  არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-პარტია „საქართველო“-ს თავმჯდომარედ

2016 წელის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-პარტია „საქართველო“-ს პროპორციული სიით  #1 და ასევე  #6 -ე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი.

2014 წ.  „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მიერ წარდგენილი  ქ. თბილისის მერობის კანდიდატი

2013 წ. დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი

2013 წ.  შუალედური არჩევნები  „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მიერ წარდგენილი იქნა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მიერ წარდგენილი იქნა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად.

 

გიორგი ლილუაშვილი ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და საქველმოქმედო მოღვაწეობას, მისი დამსახურებით არა ერთხელ იქნა მხილებული 2001 – 2012 წლებში ხელისუფლების მიერ სამხედრო მოსამსახურეებისა და სოციალურად დაუცველი ადამინების მიმართ ჩაგვრის ფაქტები. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მისი დევნისა და დაშინების მცდელობისა იგი აქტიურად აგრძელებდა ბრძოლას დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ, ხელისუფლებას არა ერთხელ დაუბლოკია მის მიერ ჩატარებული  პრესკონფერენცია, ერთერთი ვაზიანის წყალთან დაკავშირებული საკითხი რის გამოც ვაზიანის ბაზაზე განთავსებული კომანდოს ბატალიონი და იქ განთავსებული სხვა სამხედრო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა დაავადდა და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნა, რომ არა გიორგი ლილუაშვილი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა არავინ იცის რა მაშტაბებს შეიძენდა ინფექციური დაავადებების გავრცელება. არა ერთხელ საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები, სწორედ გიორგი ლილუაშვილის წამოწეული ვაზიანის წყალთან დაკავშირებული სტატის გამო (ავტორები ზვიად რცხილაძე და თემურ სირაძე)  ხელისუფლებამ გაზეთი „სამხედრო“ დახურა. მიუხედავად რეპრესიებისა გიორგი მედგრად ებრძოდა უკანონობას.

მისი მეშვეობით სასამართლოს წესით მოხდა უკანონოდ დათხოვნილი 521 ოფიცრის დათხოვნის ბრძანების გაბათილება თუმცა თავდაცვის მინისტრმა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ აქტში ცვლილება შეიტანა და აღდგენის გარეშე ორი წლით უკანა რიცხვით კვლავ დაითხოვა, ამით არ აღასრულა და შეცვალა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დღემდე ვერ ხერხდება.

გიორგი დაუპირისპირდა და ამხილა ნეპოტიზმში მერიაში უგულავას მიერ პირველად გამართული თბილისის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები. მან ერთდროულად გამოცხადებულ ხუთ ვაკანტურ ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი ტესტირებები წარმატებით გაიარა, ერთერთ გასაუბრებაზეც კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მეტი ქულა დააგროვა მაგრამ, გამოცდების შედეგები გააუქმეს და პიროვნება რომელსაც ტესტირებაც ვერ გაიარა თანამდებობაზე დანიშნეს.

იგი ასევე საგანმანათლებო სისტემაში არსებულ დამნაშავეობრივ სისტემას, შეუპოვრად შეებრძოლა დირექტორების მოჩვენებით კონკურსს, ლოტოტრონით საჯარო სკოლების დირექტორების გადანაწილების სისტემას, წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა, სასამართლომ შვიდზე მეტი მთავარი სხდომა გადადო მოწინააღმდეგე მხარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუცხადებლობის გამო. მოთხოვნა იყო ლოტოტრონის შედეგების გაუქმება, ყველა საჯარო სკოლის დირექტორის განთავისუფლება და კონკურსის თავიდან სამართლიანად ჩატარება. ბატონმა გიორგიმ დირექტორების ტესტირება წარმატებით ჩააბარა, გასაუბრების პასუხად კი ამცნეს რომ ხმათა უმრავლესობით მინუს 4 ხმა უარი ეთქვა, ალბათ სადაოც არაფერი იქნებოდა რომ არა ერთი უმნიშვნელო დეტალი, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობა 8 წევრი იყო.  კომისიის ოქმიდან გაირკვა რომ იმ ოთხიდან ერთი სხდომის მდივანი ყოფილა და შეფასების უფლებაც არ ქონდა.

ბატონი გიორგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური აქციების მომზადებაში და ეხმარებოდა სტუდენტებს საკუთარი აზრის გამოხატვასა და დაფიქსირებაში, მისი უშუალო თხოვნითა და მონაწილეობით ეროვნული აკადემიის წევრებმა აქტიური სამეცნიერო კვლევითი სამუშაო  ჩაატარეს თუ რა უჯდებოდა უმაღლეს სასწავლებლებს ერთი სტუდენტის მომზადება, კვლევის შედეგად გამაოგნებელი შედეგი დაიდო ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადი 65-70%-ით იყო გაზრდილი და რეალურად 350-500 ლარამდე მერყეობდა ერთი წლის განმავლობაში, რის საფუძველზეც სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საფუძვლიანი მოთხოვნა დააყენეს უმაღლესი განათლება სახელმწიფოს სრულად დაეფინანსებია და გაეკონტროლებიათ სწავლის ხარისხი, რამეთუ არცერთ სტუდენტს უცოდინრობის გამო არ ჰქონდა შეჩერებული სტუდენტის სტატუსი.

გიორგი შეუპოვრად დაუპირისპირდა და გამოექომაგა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე უკანონო ქმედებებებს, პროფესორ მასწავლებლების დარბევის ფაქტს უნივერსიტეტის კედლებში, კვიტაშვილის უკანონოდ რექტორად დანიშვნის ფაქტს, რექტორის არჩევნებიდან თავად საარჩევნო კომისიას მოახსნევინა კვიტაშვილი არჩევნებიდან რის შემდგომაც კვიტაშვილი არა არჩეული არამედ დანიშნული რექტორი გახლდათ.

აქტიურად მონაწილეობდა 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციებში.

იბრძოდა ბიბლიოთეკების გაუქმების წინააღმდეგ, როდესაც უამრავი უნიკალური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა გასანადგურებლად გაიმეტეს და ბიბლიოთეკების კუთვნილ ფართებში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები გახსნეს.

გიორგი ლილუაშვილის მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა საბჭოთა მეანაბრეთა და საპენსიო ფონდთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრთან უშანგი დონჯაშვილთან რომელიც ამ თემით 25 წელზე მეტია დაკავებულია და არა ერთი სასამართლო დავა აწარმოა როგორც ქვეყანაში ასევე ევროპის სასამართლოში, შემუშავდა სამოქმედო გეგმა და სახელმწიფოს წარედგინა საბჭოთა ანაბრებისა და საპენსიო ფონდის გადახდის გეგმა განრიგი.  გიორგი ლილუაშვილის ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგაც არ შენელებულა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრჩოლი ვეტერანი ქალბატონი ნინო ფოფხაძე საახალწლოდ ყინვაში გარეთ გამოაგდეს მოხუც დედასთან და ინვალიდ შვილთან ერთად, ქალბატონი ნინო ბიძინას ბიზნეს ცენტრთან ავიდა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც კი მოახერხა და დაპირება მიიღო ვეტერან ქალბატონს არ გაწირავდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა არც არავის უფიქრია ვეტერანი ქალბატონისათვის დახმარება, ვერცერთი ჟურნალისტი ვერ ბედავდა ვეტერანისაგან ინტერვიუს აღებას და საზოგადოებისათვის მისი ისტორიის მოყოლას, ეს მხოლოდ გიორგიმ გაბედა და საზოგადოებას დაანახა ახალი ხელისუფლების რეალური სახე, საზოგადოების რისხვის შიშით ხელისუფლებამ მეორე დღესვე უზრუნველყო ვეტერანი ქალბატონის ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართით. სამწუხაროდ ქალბატონი ნინო ფოფხაძე გარდაიცვალა და არ დასცალდა სამართლიანობის აღდგენა და მისი კუთვნილი უკანონოდ ჩამორთმეული ბინის დაბრუნება. გიორგი ლილუაშვილის დამსახურებით დღესაც ცოცხლები არიან დედაქალაქის ცენტრში ნაძალადევის რაიონში ერისთავის #8-ში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებულები, 2013 წელს ახალი ხელისუფლების პერიოდში დღისით მზისით ხელისუფლების ლობირებით კერძო სამშენებლო კომპანიამ დაიწყო შენობის დემონტაჟი ისე, რომ არცკი უცდიათ შენობიდან 30-ზე მეტი სოციალურად გაჭირვებული ოჯახი და მათი არასრულწლოვანი, დავრდომილი ოჯახის წევრები გამოესახლებიათ და დაებინავებიათ, იქ მაცხოვრებლების ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტეს, დედაქალაქის ცენტრში ხელისუფლებამ ქართველებს „ჰოლომკოსტი“ მოუწყო და უკანონო პატიმრობაში უწყლოდ და საჭმლის გარეშე ამყოფა მოხუცები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებ, რომ არა გიორგი ალბათ თავიანთ ჩანაფიქრსაც წარმატებით განახორციელებდა ხელისუფალი.  გიორგის უშუალო ჩარევის და დიდი ბრძოლის შედეგად მოსახლეობის ნაწილს სხვა საცხოვრებელი ფართი მოუძებნეს ხოლო ნაწილს საცხოვრებელი ფართის საქირავებელი თანხა გამოუყვეს.

გიორგის დამსახურებით არა ერთ ახალგაზრდა პოეტსა და მწერალს მიეცა საშუალება წარმსდგარიყო საზოგადოების წინაშე და თავისი შემოქმედება გაეცნო საზოგადოებისათვის.

საქართველოს ეროვნულ აკადემიაში არა ერთი სამეცნიერო კონფერენციისა და კვლევის ავტორი.

შეუპოვრად იბრძოდა 61-ე საჯარო სკოლის საუკუნოვანი შენობის გადასარჩენად და სკოლის დასაცავად. რისთვისაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ სკოლის, მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოქომაგების გამო. (სკოლის დანგრევა ისე დაიწყეს სასწავლო პროცესი არ იყო შეჩერებული)

ებრძოდა ხელისუფლებას როდესაც საქართველოს ეროვნული აკადემია და აკადემიის წევრები კიდევ ერთხელ გამოაძევეს აკადემიის ფართიდან, ხოლო მხცოვანი მეცნიერების წლობით რუდუნებით შექმნილი ნაშრომები ბუხარში დაწვეს.

მისი უშუალო დამსახურებაა მსოფლიოში პირველად შეზღუდული შესაძლებლობის სმენადაქვეითებული ჟესტური ენით მოსაუბრე პირების პოლიტიკაში ჩართულობა, მათი პრობლემების საზოგადოებისათვის აქტიური გაცნობა და მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის დემოკრატიის მაგალითის ჩვენება.

გიორგის ხელმძღვანელობით პარტია საქართველომ აღმოაჩინა და გაასაჯაროა ხელისუფლების მოღალატე პოლიტიკა, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა დოკუმენტი რითაც საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ აღიარებს ხალხის მიერ დამნაშავე რეჟიმად შერაცხულ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ამის საფუძველზე კანონის უხეში დარღვევით დაარეგისტრირა პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიცა საშუალება უკანონოდ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით და არჩევნების გაყალბებით მოეხდინათ ხელისუფლების უზურპირება.

აქტიურადაა ჩართული ქართული მიწისა და საქართველოს კუთვნილი ქონების უცხოელებზე გაყიდვის საპროტესტო მოძრაობაში.

მისი მეშვეობით მოხდა საჯარო სამსახურებში გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე არსებული მანკიერი და ნეპოტიზმის გამოვლინებები. სამიათასზე მეტ საჯარო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გააკეთა განაცხადი და ყველაზე უარი ეთქვა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა. (ვაკანსიები დამლაგებლიდან დაწყებული დეპარტამენტებისა და სამსახურის უფროსით დამთავრებული) რაც თვალსაჩინო მაგალითია ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნისა.

შ.პ.ს. „სი ტი პარკის“ წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ არა ერთი სამართალდარღვევების აღმომჩენი, დღემდე აქტიურად იბრძვის ამ კომპანიისა და სახელმწიფოს კორუმპირებული პირების სამართალში მისაცემად. (მასალების კვლევის შედეგად აღმოჩენილია რომ შ.პ.ს. „სი ტი პარკს“ კანონით უფლება არ აქვს ჯარიმების გამოწერის!) ხოლო თითქოსდა ხელშეკრულების გაუქმება დედაქალაქის დაჯარიმებას გამოიწვევდა რამოდენიმე ატეული მილიონი ლარით სრული სიცრუეა.

 

ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია ბატონი გიორგი ლილუაშვილის  საზოგადებრივ, პოლიტიკურ და საქველმოქმედო საქმიანობაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა