ზაქარია ქუცნაშვილი - სამართლიანობა საზოგადოებაში შექმნილ კონიუნქტურას ემსხვერპლა, თიანეთში მერობის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია
08 ნოემბერი, 2017 წ.
“არ მიმაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის სწორი. ვიცნობ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, კარგად ვიცნობ “საარჩევნო კოდექსს“ და მგონია, რომ ამ შემთხვევაში სამართლიანობა საზოგადოებაში შექმნილ კონიუნქტურას ემსხვერპლა. თიანეთში მერობის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია და უნდა ჩატარებულიყო არჩევნების მეორე ტური. უკანონოდ არ თვლიან ექვს მოპარულ თუ დაკარგულ ბიულეტენებს და მიიჩნევენ მას ბათილად. კანონში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მუხლი, რომ დაკარგული თუ მოპარული ბიულეტენები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად - მოპარულ თუ დაკარგულ ბიულეტენებს “საარჩევნო კოდექსი“ ბათილად არ მიიჩნევს. შესაბამისად, ხელოვნურად დაბლა წევენ ბარიერს, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთში გამარჯვებულად გამოცხადდეს. ამით საზოგადოებაში შექმნილი კონიუნქტურა, რომ სადღაც ოპოზიცია იყოს გამარჯვებული, კმაყოფილდება“, - განაცხადა “ზაქარია ქუცნაშვილმა.


ბეჭდვა