ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამაზ მეჭიაური - კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ლელა ქიტესაშვილის არითმეტიკას ვერაფერი გავუგე
03 ნოემბერი, 2017 წ.
„ნებისმიერ ავანტიურისტს, რომელიც თავად აყალბებდა არჩევნებს, იყენებდა ყველანაირ რესურსს, ყოველივე ამის შემდეგ უნდა ეყოს უტიფრობა, რომ მეორე მხარეს უჩივლოს, უჩივლოს საოლქო კომისიას, საუბნო კომისიებს, რომლებიც მას გაყალბებაში ეხმარებოდნენ. ის გაყალბებას მედავება მე, რომელსაც კომისიის ერთი წევრიც არ მყოლია არც ერთ უბანზე და როგორ უნდა გამეყალბებინა არჩევნები? ეს ხომ აბსურდი იქნება, მაგრამ თუ ეს აბსურდი კანონმდებლების, ცესკოს ან სასამართლოს მიერ იქნება მიღებული, მე შევასრულებ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ამასთან, მეჭიაური ლელა ქიტესაშვილის არგუმენტაციას „გაუგებარს“ უწოდებს.

„მე კომაროვი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მის არითმეტიკას მაინც ვერაფერი გავუგე. ეტყობა სხვა განზომილებაშია, რას ითხოვს, არ ვიცი“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოსთან მის სამომავლო ურთიერთობას „რთულს, მაგრამ საინტერესოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართულ საკრებულოს უმრავლესობასთან კომუნიკაციას კანონის მეშვეობით“ აპირებს.

„საკრებულოსთან მუშაობა წარმომიდგენია რთულად, მაგრამ საინტერესოდ. არ მგონია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ინტერესში იყოს ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, თუმცა ამას ვერ ვიტყვი ადგილზე, საკრებულოს უმრავლესობაზე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ქუცნაშვილი აკონტროლებს. ერთადერთი კანონი იქნება ჩვენი კომუნიკაციის საშუალება, უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად და იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც მე ამირჩია“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მის ხელმეორედ ჩატარების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.

ქიტესაშვილის თქმით, არჩევნებში მან 3076 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა თამაზ მეჭიაურმა - 3077. ქიტესაშვილის განცხადებით, კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ 50%-იან ბარიერს გადალახავდა ანუ მინიმუმ, 3080 ხმას მიიღებდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31