ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თიანეთის არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე ლელა ქიტესაშვილის საჩივარს ცესკო დღეს განიხილავს
03 ნოემბერი, 2017 წ.
თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მის ხელმეორედ ჩატარების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.

ქიტესაშვილი თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

„ველოდები, როდის ჩაინიშნება ცესკო-ს სხდომა. იმედი მაქვს, რომ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და თიანეთში არჩევნები ახლიდან ჩატარდება. რეალურად, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადავლახეთ 50%-იანი ბარიერი და ამიტომაც, არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

ქიტესაშვილის თქმით, არჩევნებში მან 3076 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა თამაზ მეჭიაურმა - 3077. ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 3080 ხმას მიიღებდა. მან საჩივრით ცესკო-ს გუშინ მიმართა.

ლელა ქიტესაშვილის საჩივრის განსახილველად ცესკო-ს მხოლოდ 1 დღეს აქვს. საარჩევნო ადმინისტრაციაში სხდომა, დღეს 19:00 საათზეა ჩანიშნული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31