ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
„ნაციონალური მოძრაობა” ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებს და მათ ბათილობას მოითხოვს
02 ნოემბერი, 2017 წ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, საარჩევნო პროცესმა უამრავი დარღვევით ჩაიარა.

”გუშინ, პარტიული ნიშნით დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან იდილიურ გარემოში შეაჯამა ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტული, ხოლო არჩევნების დღეს მასიური ხასიათი ჰქონდა ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. არჩევნების პროცესშიც და შემდეგაც, საზოგადოებას არაერთხელ წარვუდგინეთ ის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ზემოთაღნიშნულს. მასიური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის ხმების კონტროლს, რაც არის „ქართული ოცნების“ „ნოუ-ჰაუ“, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცედენტო, იყო გამოყენებული ე.წ. კარუსულების პრაქტიკა და არაერთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მხოლოდ თბილისში შეტანილ იქნა 600-ზე მეტი საჩივარი ამა თუ იმ უკანონობასთან თუ დარღვევებთან დაკავშირებით.

”თბილისის ათივე ოლქში დაიწერა განსხვავებული აზრი, რომელიც დეტალურად ასახავს იმ დარღვევებს, რომლებმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, დღეს ვაცხადებთ, რომ კანონით დადგენილ ვადაში ვასაჩივრებთ ცესკოს მიერ გუშინ ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ სასამართლოში ამ ოქმების ბათილობას. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა სხვა ოპოზიციური პარტია იზიარებს ამ შეფასებას, იზიარებს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო არ იყო თავისუფალი და კონკურენტიანი და არჩევნების დღეს დაფიქსირდა მასიური და ფუნდამენტური დარღვევები”, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31