ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ლელა ქიტესაშვილი - თუ საოლქო კომისია ვერ იკვლევს დარღვევას, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები
01 ნოემბერი, 2017 წ.
არც ერთ კანონში არ წერია, რომ დაკარგული ბიულეტენები ბათილ ბიულეტენებს უნდა მიეთვალოს, - ამის შესახებ თიანეთში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ლელა ქიტესაშვილი ამბობს, 4 საარჩევნო უბანზე 6 ბიულეტენი დაიკარგა და აღნიშნულ ბიულეტენებს შესაძლოა გავლენა ექონია არჩევნების შედეგზე. მისივე თქმით, აღნიშნული 6 ბიულეტენის გარეშე ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს 50%-იან საარჩევნო ბარიერს.

”კანონში ცალსახად წერია, რომ არჩევნებში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მონაწილე ხმების 50% + 1-ს. არჩევნებში მონაწილეობდა 6 379 ადამიანი, აქედან 220 ბიულეტენი გაბათილდა და დარჩა 6 159 ბიულეტინი. ამის ნახევარი არის 3 079,5 ანუ 3 080 ხმა იყო აუცილებელი, რომ არჩევნებში სუბიექტი ჩათვლილიყო გამარჯვებულად. დაკარგულია 4 უბნის 6 ბიულეტინი, თუმცა საოლქო კომისიას ამაზე არ უმსჯელია. არც ერთ კანონში არ წერია, რომ დაკარგული ბიულეტენები შეიძლება ბათილ ბიულეტენებს მიეთვალოს. ეს ახდენს გავლენას შედეგზე და თუ საოლქო კომისია ვერ იკვლევს დარღვევას, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ჩვენ გვაქვს ერთდღიანი ვადა და აუცილებლად გავასაჩივრებთ”, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30