ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში არჩევნების მეორე ტური არითმეტიკის გარდაუვალი შედეგია
01 ნოემბერი, 2017 წ.
ქუცნაშვილის ინფორმაციით, ოქმების მიხედვით, თიანეთში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა 6 379-ს შეადგენს. ამას, ასევე ოქმების მონაცემების მიხედვით, ჯამში 220 ბათილი ბიულეტენი აკლდება და 50% - 3 080 ხმა გამოდის. როგორც ქუცნაშვილი განმარტავს, არც ერთ კანდიდატს ამ რაოდენობის ხმა მიღებული არ აქვს - თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს 3 077 ხმა, ხოლო ლელა ქიტესაშვილს - 3 076 ხმა.

”ეს ციფრები ოფიციალურად დასტურდება ცესკოს ოქმებით. გამოვლინდა, რომ 50%-იანი საარჩევნო ბარიერი მერობის არც ერთ კანდიდატს გადალახული არა აქვს, რადგან თიანეთში 50%-იანი ბარიერის გადალახვისთვის 3 080 ხმა იყო საჭირო. არც ერთ კანდიდატს 3 080 ხმა არ მიუღია. ეს არის არითმეტიკა, რომელიც ზუსტი მეცნიერებაა. აქ იურისპუდენცია აღარაფერ შუაშია. ვისაც სამართლიანობა უყვარს და პატივს სცემს არითმეტიკას, როგორც ზუსტ მეცნიერებას, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, თიანეთს არჩევნებში გამარჯვებული მერი არ ჰყავს. პირველ ტურში გამარჯვებული არ არსებობს”.

საარჩევნო კოდექსის 169 - ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით   მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30