ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს
31 ოქტომბერი, 2017 წ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირი თავად ამ პარტიის წევრი იყოს.

როგორც კილაძემ აღნიშნა, თუ რომელიმე მოქალაქემ რამდენჯერმე მისცა ხმა, ეს გამოძიებულ უნდა იქნას.

"ეს ადამიანი დადასტურებულად "ქართული ოცნების" წევრია თუ ვის აძლევს ხმას? არ მინახავს კონკრეტული ვიდეო, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი. იქნებ თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრია?! მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ რამდენჯერმე მისცა ხმა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ასევე ის პირებიც, ვინც ვალდებული იყო, მონიტორინგი გაეწია ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, "ნაციონალურ მოძრაობას" საიდან აქვს ეს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას?",- განაცხადა სოფიო კილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30