ხატია დეკანოიძემ არჩევნებზე დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა
31 ოქტომბერი, 2017 წ.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემას, კარუსელს, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას.  

”ის დარღვევები, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ არის ორგანიზებული და იყო არა მხოლოდ რამდენიმე უბანზე, არამედ მასშტაბი უფრო დიდია, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, უბანზე, მსგავსი დარღვევები მიმდინარეობდა. ეს ვიდეო მასალა არ არის ერთადერთი დარღვევა. ჩვენ გავაგრძელებთ წარმოდგენას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტების“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა.





ბეჭდვა