ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამაზ მეჭიაური - დატოვოს ზაქარია ქუცნაშვილმა მაჟორიტარის მანდატი და კაცურ სიტყვას ვიძლევი, წავალ დათმობაზე
30 ოქტომბერი, 2017 წ.
ბიულეტენების დაკარგვის ამბავი მოიკითხოს თავის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიებში - თუ რამე მოიპარეს ან დაიტაცეს, ისევ ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ მოიპარავდნენ და დაიტაცებდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა კონკურენტის, ლელა ქიტესაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ არჩევნების ჩატარება განმეორებით უნდათ, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვოს თავისი მანდატი და თავადაც მზად იქნება, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების თავიდან ჩატარებაზე თანხმობა განაცხადოს.

„მათ შეკრეს ყველა უმსგავსობის ბუკეტი, დაწყებული სპეცრაზმიდან, დამთავრებული საოლქო კომისიებში გაყალბებით. ბიულეტენების დაკარგვის საკითხი არის აბსურდი. თვითონაც იციან, რომ ამას აღარავინ აღარ განიხილავს, მაგრამ თიანეთიდან ერთი პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი იყო, რომელიც ტივტივებდა და ახლა ლელა ქიტესაშვილის სახით მეორე პოლიტიკოსი უნდათ შექმნან. ქუცნაშვილმა ჩაყვინთა იმ ჭაობში, რომელშიც ამდენი ხანი იჯდა.
თუ უნდათ ხელახალი არჩევნები, ქუცნაშვილმა დატოვოს მაჟორიტარის მანდატი, რომელიც მართლაც თაღლითობით აქვს მოპოვებული და მე კაცურ სიტყვას ვიძლევი, რომ წამოვალ შემხვედრ ნაბიჯზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თიანეთში ჩატარდეს ახლიდან“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს.

ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ 6 ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30