ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ლელა ქიტესაშვილი თიანეთში 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს
30 ოქტომბერი, 2017 წ.
ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ 6 ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.

„მე მივიღე სააპელაციო სასამართლოს შედეგი, მაგრამ ახალი, უხეში სამართალდარღვევა ფიქსირდება. მე მაქვს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც აშკარად ჩანს, რომ დაკარგულია ან მოპარულია 6 ბიულეტენი. ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების დათვლისას ნამდვილი ბიულეტენებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი უნდა ემთხვეოდეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობას. ჩვენ გვაქვს დისბალანსი, 2 უბანზე თითო ბიულეტენია დაკარგული და 2 უბანზე - ორ-ორი“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

მისივე განცხადებით, კანდიდატებს შორის სხვაობა რომ ყოფილიყო 10-ზე მეტი ხმა, ეს 6 ბიულეტენი გავლენას ვერ იქონიებდა შედეგზე და არც მსჯელობის საგანი გახდებოდა.

„არ მინდა დარჩეს პასუხგაუცემელი არც ერთი შეკითხვა. კომისია რომ დაითვლის ხმებს და დადგება საკითხი ამ 6 დაკარგული თუ მოპარული ბიულეტენის შესახებ, ვერავინ ვერ დაადასტურებს, ეს ხმები ეკუთვნოდა ლელა ქიტესაშვილს თუ თამაზ მეჭიაურს. ბუნებრივია, მე მაქვს განცდა, რომ ეს ბიულეტენები იყო ჩემს სასარგებლოდ და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ამიტომაც ვითხოვ ამ 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30