ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს
27 ოქტომბერი, 2017 წ.
როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, გარკვეული ცვლილებები იქნება.

”გადავხედავ სიტუაციას. არ ვამბობ იმას, რომ ყველას შევცვლი, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება. მისახედია განათლება, სკოლამდელი აღზრდა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაქცეულია, მაგრამ თუ რამეს სჭირდება ცვლილება, რა თქმა უნდა სასწრაფოდ დავიწყებ მუშაობას. გადავხედავ ბიუჯეტს, თუ რა მდგომარეობაა, რის შესაძლებელობა მექნება დარჩენილ 2 თვეში. როგორც გაგვწვდება საბანი, ისე უნდა გავიწვდინოთ. პარალელურად, მომავალი წლის ბიუჯეტზეც ვიმუშავებთ. რაღაც ახირება არ მაქვს. საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაც ახირებებზე დაფუძნებული. არავის პოლიტიკური ვალი არ მაქვს და დამსახურებებით იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა ის პირები ვერ იმუშავებენ, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებულები მთელი ეს პერიოდი, მიტოვებული ჰქონდათ მათი ძირითადი საქმიანობა და სფეროები პარალიზებული იყო”, - განაცხადა მეჭიაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა არის თიანეთის ყველაზე დიდი პრობლემა, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ეს არის უსამართლობა.

”თიანეთში კი არა ყველგან დიდი პრობლემა არის უსამართლობა. სამართლიანობა უნდა იყოს. ჩემი ყველა გადაწყვეტილება იქნება მაქსიმუმ სამართლიანი. რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ყველა ნაბიჯს ექნება ახსნა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა მეჭიაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30