რუსთავის საოლქო კომისიამ უარი თქვა ხმების გადათვლაზე
რუსთავის საოლქო კომისიამ უარი თქვა ხმების გადათვლაზე
26 ოქტომბერი, 2017 წ.
დღეს, 26 ოქტომბერს „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიმართეს რუსთავის საოლქო კომისიას 25 უბნის გადათვლის მოთხოვნით, სადაც არიან კონკრეტული მოწმეები, რომ მოხდა ხმების არასწორი შეჯამება, რაზეც საოლქო კომისიამ უარი განაცხადა.

გუშინ ასევე ანალოგიურად ხმების გადათვლაზე უარი განაცხადა მთაწმინდის საოლქო კომისიამ.

ხმების გადათვლის პროცესი ცენტრალიზირებული დირექტივის შემდეგ შეწყდა მას შემდეგ, რაც ისნის და კასპის საოლქო საარჩევნო კომისიებმა ორ უბანზე საერთო ჯამში „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოსთვის“ მოპარული 92 ხმა აღმოაჩინა.

ბეჭდვა