თამაზ მეჭიაური - მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე“
25 ოქტომბერი, 2017 წ.
მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე“, - ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური, მცხეთის რაიონული სასმართლოს გადაწყვეტილებას.

მეჭიაურის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა.

„ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.
ბეჭდვა