ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამაზ მეჭიაური - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, არ ვიცი, თუმცა გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ
24 ოქტომბერი, 2017 წ.
მზად ვარ იმისთვის, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერჯერობით პასუხი არ აქვს, თუმცა გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

"ხვალინდელ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, უნდა ვიბრძოლოთ. ამაზე ორი აზრი არ არის. ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება ის, რაზეც ვჯერდებით, რომ გაუქმდეს მე-16 და მე-17 განკარგულებები. მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს გაყალბებულია", - აღნიშნა მეჭიაურმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი განიხილა, რომლის მიხედვით ორგანიზაცია #20 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე სექტორის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბრის 13:00 საათზე გამოცხადდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30