ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ლელა ქიტესაშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება
24 ოქტომბერი, 2017 წ.
"ქართული ოცნების"თიანეთის მერობის კანდიატის ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-20 ოლქში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ მიიჩნევს, რომ მის კონკურენტ თამაზ მეჭიაურს არჩევნების შედეგები გაუყალბდა.

„ზოგადად, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, რადგან 25 ოქტომბერს გამოცხადდება სარეზოლუციო ნაწილი და ამის შემდეგ ვიმსჯელებ. მე ვარ ჩემი სიმართლის მხარეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრივ არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. ამას დაადგენს სასამართლო. მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება", - განაცხადა ქიტესაშვილმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი განიხილა, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია მეოცე უბნის შედეგების ბათილად ცნობას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე სექტორის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბრის 13:00 საათზე გამოცხადდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30