ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ალეკო ელისაშვილი მზად არის, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს
24 ოქტომბერი, 2017 წ.
ალეკო ელისაშვილი მზად არის, ქალაქისთვის საჭირო პროექტებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ელისაშვილმა განუცხადა, ის აპირებს საკუთარი პროგრამების თბილისის მერიისთვის გადაცემას. ასევე, კახი კალაძეს სთავაზობს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი ახალი ონლაინ-პლატფორმა chemitbilisi.ge.

თუმცა, ალეკო ელისაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ არ აპირებს რაიმე თანამდებობას დათანხმდეს, თუკი მსგავსი შემოთავაზება იქნება. ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს.

აქვე ელისაშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ფიქრობს პოლიტიკური პარტიის შექმნაზე. თუმცა სხვა პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დედაქალაქში მცხოვრებთა ნდობა გააორმაგოს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30