ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საია თამაზ მეჭიაურს სარჩელის მომზადებაში დაეხმარება
24 ოქტომბერი, 2017 წ.
საია სასამართლოს სარჩელით მიმართავს და თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურისა და ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ნაცვლიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის შედეგების დათვლის შემდეგ, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა, 5 ბიულეტენი, რომელიც ბათილად იყო ცნობილი, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ აღადგინეს.

"საია დავაში ჩაერთო. აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ძალიან საეჭვოა 5 ბიულეტენის ნამდვილობა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

თიანეთში 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შედეგად ერთი ხმით გამარჯვებული ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური, არჩევნებში დამარცხდა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი 4 წლის ვადით აირჩიეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30