ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამარ ჩუგოშვილი - ადგილობრივი არჩევნების შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია მნიშვნელოვანია
24 ოქტომბერი, 2017 წ.
თამარ ჩუგოშვილი - ადგილობრივი არჩევნების შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია მნიშვნელოვანია სამწუხაროა, რომ რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე იყვნენ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი "ნაციონალური მოძრაობის" უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება პარტიულია და ამაში ვერავინ ჩაერევა.

"არ ვიცი ეს გადაწყვეტილება რითი არის განპირობებული, ალბათ ეს მათი სათქმელია. რაც შეეხება მეორე ტურების რაოდენობას, ალბათ ეს ერთი მხრივ განპირობებულია ჩვენს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერით და მეორე მხრივ ალბათ იმით, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ეს შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია დროთა განმავლობაში პარტიები შეძლებენ იმას, რომ უფრო მეტად მოაგროვონ საზოგადოების მხარდაჭერა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30